HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 10 დეკემბერს, სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში, 14:00სთ-დან 18:00სთ–ის ჩათვლით კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი…
განაგრძეთ კითხვა
HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლითდასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge-ზე. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები. დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდული სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება. კიდევ რა გელოდებათ? ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა. მაგ. გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება სამსახური ,,მოიგო“? არ მოგესმა, შენზეა დამოკიდებული სამსახურით წახვალ თუ არა ფესტივალიდან. როგორ? ამას ადგილზე გაიგებ. წარმატების კუთხში გაიმართება ვორქშოპი თეაზე: სურვილების ფორმირება…
განაგრძეთ კითხვა
HR hub-ისა და studentjob.ge-ის ორგანიზებით, 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 - დან 22:30 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ზე. შეარჩიეთ თქვენთვის საინეტერესო კომპანია და დარეგისტრირდით. ღონისძიებაზე კი შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს. სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესი შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს. დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის: გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;გაესაუბროთ დამსაქმებლებს;დასვათ თქვენთის საინტერესო კითხვები;იპოვოთ სამსახური. ღონისძიებაზე მოეწყობა "წარმატების კუთხე", სადაც შეგეძლებათ მოისმინოთ სპიკერების გამოსვლები თემებზე: CV- ს შედგენა, გასაუბრება, წარმატება და მოტივაცია. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/nan7Qgy4zSmZFz417. გთხოვთ მობრძანდით პირბადით და ღონისძიების ჩატარების ადგილზე დავიცვათ დისტანცია. დასაქმების ფესტივალის შესახებ სიახლეებს მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კომპანია WEBHR.GE, რომელიც მონაწილე კომპანიებს მიააწვდის ინფორმაციას თუ როგორ გავამარტივოთ რეკრუტინგის პროცესი მისი ფუნქციონალის დახმარებით.…
განაგრძეთ კითხვა
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომელთა ნახვაც კანდიდატებს ამ ლინკსა shorturl.at/jkvL6 და www.Studentjob.ge-ზე შეუძლიათ. დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ. სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. დასასრულს კი, მსმენელებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდება საინტერესო მასტერკლასები თემაზე: როგორ გარდავქმნათ შესაძლებლობად სამსახურის ძიების პროცესში მიღებული იმედგაცრუება - სპიკერი: ზურა მხეიძე ფსიქოლოგი - 27 თებერვალი 18:00 სთ.როგორ მოვახდინოთ დამსაქმებელზე შთაბეჭდილება - სპიკერი: მედეა ტაბატაძე HR კონსულტანტი - 1 მარტი 15:00 სთ;როგორ უნდა გამოიყურებოდეს კარგი რეზიუმე, რჩევები HR მენეჯერისგან SS.ge /Jobs - 1 მარტი 18:00სთ. დასაქმების…
განაგრძეთ კითხვა
HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job" გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და დამსაქმებლის ბრენდები. ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიების ნახვა შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ზე. ღონისძიება რამდენიმე ნიშნით იქნება გამორჩეული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიის დორექტორებს და არა მხოლოდ HR მენეჯერებს. ასევე, გვინდა დავამკვიდროთ ახალი ტენდენცია და დასაქმების ფესტივალზევე გაიგონ კანდიდატებმა საბოლოო, დადებითი პასუხი (თუ ვაკანსიის სპეციფიკა ამის საშუალებას მოგვცემს). პალიტრა მედია ჰოლდინგი ღონისძიებაზე მოაწყობს წარმატების კუთხეს, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ვორქშოპები წარმატებასა და მოტივაციაზე. იქნება CV-ის კუთხეც, სადაც studetnjob.ge-ის წარმომადგენელი ადგილზე მოსულ ახალგაზრდებს, დაეხმარება CV-ის შედგენაში ან დაკორექტირებაში; ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს. მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: http://bit.do/EXPO-JOB და მიიღეთ სიახლეები დასაქმების ფესტივალის შესახებ. დასაქმების ფესტივალთან ერთად, ჩატარდება განათლების საერთაშორისო ფორუმი. კომპანიებს, რომლებსაც სურთ დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა 15 თებერვლამდე უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსპოჯორჯია, პალიტრა მედია ჰოლდინგი და გრანთ თორნთონი.
განაგრძეთ კითხვა
1 აპრილს საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC საქართველო ანაზღაურებადი სტაჟირებების გამოფენას გამართავს. დასწრება თავისუფალია.ყველა, ვინც დაინტერესებულია ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობებით, ეძლევა უნიკალური შანსი, გაიარონ კონსულტაცია და ასევე შეიტანონ განაცხადი სასურველ პროექტზე. AIESEC არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც 127 ქვეყანასა და ტერიტორიაში არის წარმოდგენილი. პროექტის მონაწილეები მიიღებენ ყოველთვიურ ანაზღაურებას, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20 დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოთხოვნები: ინგლისურის დონე: B1 , სტუდენტის სტატუსი ან უმაღლესი განათლება. ახალგაზრდები დასაქმდებიან შემდეგ სფეროებში: განათლება,ადამიანური რესურსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კვლევები, მარკეტინგი,მენეჯმენტი. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: bit.ly/InternationalPaidInternships მისამართი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, IBSU. დეტალური ინფორმაციისთვის: globaltalent.internships@gmail.com www.facebook.com/globaltalentgeorgia/ ტელ: +995 557 959 051
განაგრძეთ კითხვა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი "CERTUS"-ი კომპეტენციის დადასტურების საუკეთესო შესაძლებლობაა ნებისმიერი მსურველისათვის. პროექტის ფარგლებში პირველი შეთავაზება ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირებაა. სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველები ამ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნის დონის დადასტურებასა და შესაბამისი დოკუმენტის სასწავლებელში წარდგენას უახლოეს მომავალში შეძლებენ. ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტი 4 ნაწილისაგან შედგება: კითხვა, გრამატიკა და ლექსიკა (Reading and Use of English); მოსმენა (Listening); ლაპარაკი (Speaking); წერა (Writing). ცენტრის მიერ გაცემული ცნობა და სერტიფიკატი უკვე რამდენიმე უმაღლესმა სასწავლებელმა აღიარა, მათ შორის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და სდასუმ. დეკემბრის თვეში მონაწილეებს ტესტის პირველი ნაწილის - კითხვა, გრამატიკა, ლექსიკა (Reading and Use of English) გავლა შეეძლებათ. ტესტის დანარჩენი 3 ნაწილის ჩაბარება 2018 წლიდან ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი. მონაწილეები რეგისტრაციისას (რეგისტრაციის ბმული https://online.naec.ge/certus) თავად ირჩევენ მათთვის ხელსაყრელ თარიღს მთლიანი ტესტის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩასაბარებლად. ტესტირების საფასური მსგავს საერთაშორისო გამოცდების ღირებულებასთან დაახლოებით შედარებით 10-ჯერ ნაკლებია. მომდევნო თვეების განმავლობაში ცენტრი ინდივიდუალურ თუ კორპორატიულ მონაწილეებს შესთავაზებს შემდეგი კომპეტენციების დამადასტურებელ ტესტირებებს: უცხოური ენის (გერმანული, რუსული, ფრანგული) ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა; ძირითადი სააზროვნო უნარები; ქართული ენის ცოდნა და ფუნქციური წერა; საკანცელარიო უნარები; ემოციური და პრაქტიკული ინტელექტის შეფასება. დეტალური ინფორმაცია იხ. http://naec.ge/#/ge/post/1706
განაგრძეთ კითხვა
4 ოქტომბერს 16:00 საათზე „ფაბრიკას“ საკონფერენციო დარბაზში პროექტ „ლურჯი ოკეანის“ კლუბის პრეზენტაცია და ბიზნესღონისძიება გაიმართება. თემა: „რეკლამა თანამედროვე სამყაროში“. ღონისძიების მხარდამჭერია www.studentjob.ge. პრეზენტატორები იქნებიან: გიორგი ქვლივიძე, საკომუნიკაციო სააგენტო "Holmes&Watson"-ის არტ დირექტორი თემა: რეკლამა, როგორც ასეთი გიორგი პოპიაშვილი, კრეატიული დირექტორი თემა: ეფექტური სარეკლამო კომუნიკაცია თორნიკე გურული, მარკეტინგის პროფესორი, PSP Group-ის მარკეტინგის დირექტორი თემა: STEVIE AWARDS და რებრენდინგის ხელოვნება ღონიძიებაზე დასწრების ღირებულებაა 50 ლარი, თუმცა სტუდენტებისთვის ვრცელდება ფასდაკლება და მათთვის ბილეთის შეძენა 30 ლარად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ახალგაზრდებს წიგნები, "რეკლამა მარტივად" ან "ბრენდინგი მარტივად", საჩუქრად გადაეცემათ. სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ კლუბის წევრობის ბარათიც. დასწრების მსურველებს შეგი₾ძიათ დაუკავშირდეთ: მეილი: n.zaqradze@palitra.ge ტელ: 558 151583
განაგრძეთ კითხვა
www.studentjob.ge-ის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში. ფორუმზე წარმოდგენილი იყო ჩვენი სტენდი და ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ მიეღოთ ინფორმაცია studentjob.ge-სა და ჩვენი პროექტების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება იყო. ასევე გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა „ღია სივრცის" მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს ჰქონდა. საგამოფენო სივრცეში მოეწყო studentjob.ge-ის ახალგაზრდული დასაქმების პროგრამების პრეზენტაცია, საინფორმაციო ბეჭდური მასალების გამოფენა. სამუშაო ფორმატი ასევე მოიცავდა პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა. ფორუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ. მათ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხეს. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმი საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონში გაიმართა.
განაგრძეთ კითხვა
2017 წლის, 24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დასაქმების პორტალი studentjob.ge გიწვევთ დასაქმების ფორუმში მონაწილეობისთვის. ფორუმი ჩატარდება 11:00-დან 14:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის 101 აუდიტორიაში. ფორუმზე თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება, მოაწყოს საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა დამსაქმებლებისთვის, ჰქონდეთ კომუნიკაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და გაავრცელონ მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იმ მაძიებელთა შორის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მათ კომპანიაში კარიერის შექმნითა თუ განვითარებით. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა (გადადით ბმულზე: http://su0.ru/MK10 ) . აპლიკაციების გამოგზავნის საბოლოო ვადაა 5 მაისი. სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის კი საინტერესო შესაძლებლობაა ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია დამსაქმებლებთან. ფორუმზე დასაქმების მსურველებს, სტუდენტებსა და ახლად კურსდამთავრებულებს 11:00-დან 14:00 საათამდე შეეძლებათ, დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარი რეზიუმე/CV მიაწოდონ და გაესაუბრონ. გისურვებთ წარმატებას ! დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მისამართი: ჩარგლის ქ. 73, თბილისი, 0141, საქართველო ტელ.: (+995 32) 261 12 98 (შიდა 109) მობ.: +(995) 599 800 299 E-mail: career@ciu.edu.ge Web: www.ciu.edu.ge S. Media: www.facebook.com/CIUniversity www.facebook.com/ciu115career
განაგრძეთ კითხვა