Monthly Archives: March 2017

გაზაფხულის ღონისძიება HR hub-ში – 8 აპრილი

 8 აპრილს  HR hub – ის გაზაფხულის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას "Georgios Ranch" უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.   მოწვეული…

Read More

გაზაფხულის ღონისძიება HR hub-ში – 8 აპრილი

8 აპრილს  HR hub – ის გაზაფხულის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას "Georgios Ranch" უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.   მოწვეული მენტორები იქნებიან:   1. ხათუნა ჩხაიძე - EFES საქართველო, სს  ლომისი HR დირექტორი თემა: Performance Managemen-შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა და მისი გავლენა ხელფასებსა და ბონუსებზე   2. მალხაზ სხირტლაძე - კომპანია HT Solutions -ის დირექტორი თემა: თანამედროვე ტექნოლოგიები HR-ში   3. იგორ სმოლიანკინი - IT ექსპერტი და სპიკერი თემა: Smart Technologies for a Smarter HR-ში   HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართება 8 აპრილს 12:00, თბილისთან ახლოს, "Georgios Ranch"-ში. HR hub-ის გაზაფხულის ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია HT Solutions. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის! გელოდებით!  

Read More

JTI – კარიერის განვითარების პროგრამა ახალგაზრდებისთვის – MORE

JTI (Japan Tobacco International) - არის თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. JTI ბოლო ათწლეულის მანძილზე სწრაფად იზრდება და ვითარდება. მის პორტფოლიოშია შემდეგი ბრენდები: Sobranie, Winston, Camel, Winchester, და LD. კომპანიისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.jti.com კომპანიის თანამშრომელთა შრომითი პირობების შეფასების შედეგად კომპანია JTI-ს მიენიჭა სტატუსი: საუკეთესო დამსაქმებელი საქართველოში, ევროპაში და აზიისა და წყნარი ოკეანის აუზში 2014, 2015, 2016 და 2017. საქართველოში JTI-ის წარმომადგენლობა 2000 წელს გაიხსნა. 2011 წელს საქართველოს ოფისს ამიერკავკასიის სათავო ოფისის სტატუსი მიენიჭა. თბილისის რეგიონული ოფისი მართავს საქმიანობას კავკასიის სამივე ქვეყანაში. აქ  11 ეროვნების ორას ოცზე მეტი თანამშრომელი დასაქმებული. JTI-ში დასაქმებულია ასზე მეტი ეროვნების  26 000-მდე თანამშრომელი. მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს JTI-ის  365 ოფისი. კომპანია ფლობს 25 ქარხანას და 8 კვლევით ცენტრს. JTI თამბაქოს სფეროში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და გამოცდილი კომპანიაა.  აქ განსაკუთრებული გარემო, ბაზრისა და ბრენდების ნაირსახეობა და ადამიანების მართვის განსაკუთრებული სტილია. JTI-ის მენეჯმენტი მუდმივად ცდილობს, უზრუნველყოს თითოეული თანამშრომლის ჩართულობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მისცეს თანამშრომლებს საკუთარი აზრის გამოთქმისა და ახალი ინიციატივების განხორციელების…

Read More

საქართველოში მასშტაბური და ინოვაციური HR ღონისძიება გაიმართა

HR hub – ის ორგანიზებით, 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება - HR Reborn 2017  ტექნოპარკში გაიმართა. ორ დღიან ტრენინგს საერთაშორისო სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი Chris Perks და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი Pete Jenkins უძღვებოდნენ. Chris Perks მუშაობდა ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Google, Pepsi, L'Oréal, Nestle, Carlsberg, Experian და ბევრი სხვა.  ღონისძიებაზე საუბარი იყო: მინიმალური დანახარჯებით, სოციალური მედიის გამოყენებით, თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. ასევე  თანამშრომლების ჩართულობასა დამოტივაციაში Gamification-ის როლზე. ღონისძიება განკუთვნილი იყო HR მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და ზოგადად მათთვის, ვისაც HR სფერო აინტერესებს. ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი. მსგავსი მასშტაბის და შინაარსის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიებას 150-მდე HR სპეციალისტი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც დაესწრნენ. HR hub -ის გუნდი მადლობას უხდის პარტნიორებსა და ყველა მონაწილეს. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად შექმენით HR Reborn 2017 ! HR Reborn – ის მხარდამჭერები იყვნენ: ჯეოსელი, იმედი L, პაშა ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მედიპარტნიორები: ტელეკომპანია იმედი, რადიო იმედი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, საქმიანიდილა, ბიზნესკონტრაქტიდა Marketer.ge. HR Reborn პირველად ჩატარდა და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება.  

Read More

💙 2021 studentjob.ge