Monthly Archives: September 2016

29 სექტემბერს ტექნოპარკში IT დასაქმების ფორუმი გაიმართება

  29 სექტემბერს 14:00 საათზე ტექნოპარკში ,  IT დასაქმების ფორუმი გაიმართება  (ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა). ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებსა და სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის დამყარებას, ამ გზით ადგილობრივი კომპანიების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უკვე მეორე წელია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს ქვეყანაში IT სპეციალისტების რაოდენობის ზრდისთვის. უკვე განხორციელდა ,,ტრენერთა ტრენინგების" 2 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც 132 მონაწილე 9 მიმართულებით გადამზადდა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ტრენერების მიერ უკვე მომზადდა 1000-მდე დამწყები სპეციალისტი. სწორედ სააგენტოს პროგრამებში ჩართული IT სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას "IT დასაქმების ფორუმში", რაც კარგი საშუალება იქნება ადგილობრივი კომპანიებისათვის ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტების მოსაძიებლად. IT დასაქმების ფორუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პირველად იმართება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს. თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცემა საშუალება, მოაწყოს საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. თითოეულ კომპანიას გამოეყოფა 1 მაგიდა და 2 სკამი. კომპანიას აქვს უფლება ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სურვილისამებრ მოაწყოს საკუთარი სივრცე. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: goo.gl/uejwlK სპეციალისტებისთვის: "IT დასაქმების ფორუმში" მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოღვაწე წამყვანი IT კომპანიები , რაც კარგი საშუალება იქნება დამწყები…

Read More

მომავლის HR hub – ურთიერთობის ახალი ეტაპი

HR hub განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 22 ოქტომბერს, ჰაბის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საუბარი იქნება HR hub-ის ახალ მიმართულებებსა და პროექტებზე. HR hub-ის…

Read More

მომავლის HR hub – ურთიერთობის ახალი ეტაპი

HR hub განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 22 ოქტომბერს, ჰაბის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საუბარი იქნება HR hub-ის ახალ მიმართულებებსა და პროექტებზე. HR hub-ის ღონისძიებები, რომლებიც ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს გრძელდბა.  ინოვაციური, მუდმივად განახლებადი და საინტერესო - ეს ჰაბის კონცეფციის მთავარი საფუძველია. გავითვალისწინეთ HR hub-ის წევრების ყველა თხოვნა. შესაბამისად დავსახეთ ახალი მიზნებიც და მათი განხორციელების გზები. პრეზენტაციაზე თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას HR hub-ის  გეგმების შესახებ. თქვენ გაიგებთ რას უნდა ელოდოთ ჩვენგან. აქ დაიბადება ბევრი ახალი იდეა და შეიქმნება ინოვაციური მიდგომები და პროექტები HR სფეროში. ჩვენი მიზანია, HR hub იყოს ერთგვარი სამუშაო პლატფორმა, სადაც საქართველოში HR სფეროს ყველა  წარმომადგენელი ერთიანდება. დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, HR hub წევრების წინაშე, ახალი იდეებით წარსდგება. სანამ HR hub - ის ღონიესძიებების ახალ სეზონს დავიწყებთ შევაჯამებთ განვლილ 1 წელს და სიახლეებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ეს სფერო და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჰაბის ყველა წევრისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით HR hub -ს. 22 ოქტომბერს ტექნოპარკი  HR hub – ის პრეზენტაციას  უმასპინძლებს! ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ HR hub - ის ოფიციალური წევრებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვისა იქნება…

Read More

ჩვენი HR გუნდი – HR hub ახალ კამპანიას იწყებს

#გაგვაცანიHRგუნდი – HR hub - ის ახალი წამოწყებაა, სადაც გავიცნობთ კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების გუნდებს და გავაცნობთ მათ საზოგადოებასაც. მაშ ასე, HR…

Read More

Sales MBA – უპრეცედენტო პროექტი გაყიდვების სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

Sales MBA  - შანსი უფასოდ ისწავლო და წამყვან კომპანიებში დასაქმდე. ეს ინოვაციური პროექტი International Sales Institute-ის მიერ განხორციელდება. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია სტუდენტური დასაქმების პორტალი studentjob.ge   პროექტის შესახებ: International Sales Institute ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ისინი   გაყიდვების სფეროში საუკეთესო  ტრენინგებს უფასოდ გაივლიან და თან  წარმატებულ ქართულ კოპანიებში დასაქმდებიან. 25 წლამდე 17 ახალგაზრდა კონკურსის შედეგად შეირჩევა. კონკურსი სამ ეტაპიანია. სწავლა მხოლოდ კვირა დღეს იქნება. მონაწილეეები კომპანიებში გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში რეალურად ჩაერთვებიან. სწავლა 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც იქნება შესაძლებელი, რადგან ინსტიტუტის პარტნიორ დამსაქმებელთა შორის ისეთი კომპანიაცაა, რომელიც სწორედ რეგიონში ეძებს საჭირო კადრებს.   რა კურსებს გაივლიან პროექტის მონაწილეები? კურსის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები ადამიანებთან კომუნიკაციის, საცალო, სატელეფონო და კორპორატიული გაყიდვების, გაყიდვების მენეჯმენტსა და სადისტრიბუციო გაყიდვების მართვაში.   ვინ იქნებიან ტრენერები? პროექტის ფარგლებში ტრენინგებს ცენტრის დამფუძნებელი და ტრენერი, დავით ჩიკვაიძე, ISI-ის პარტნიორი ტრენერი დინა ბრაცლავსკაია და კიდევ რამდენიმე მოწვეული პრაქტიკოსი გაყიდვების სპეციალისტი ჩაატარებენ. ტრენინგები ძირითადად ქართულ ენაზე წარიმართება. თუმცა კურსზე იქნება ერთი ინგლისურენოვანი საგანიც "ბიზნეს ინგლისური გაყიდვებისათვის".   რომელი კომპანიები იღებენ…

Read More

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge