HR hub – ის ორგანიზებით, 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება - HR Reborn 2017 ტექნოპარკში გაიმართა. ორ დღიან ტრენინგს საერთაშორისო სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი Chris Perks და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი Pete Jenkins უძღვებოდნენ. Chris Perks მუშაობდა ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Google, Pepsi, L'Oréal, Nestle, Carlsberg, Experian და ბევრი სხვა. ღონისძიებაზე საუბარი იყო: მინიმალური დანახარჯებით, სოციალური მედიის გამოყენებით, თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. ასევე თანამშრომლების ჩართულობასა დამოტივაციაში Gamification-ის როლზე. ღონისძიება განკუთვნილი იყო HR მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და ზოგადად მათთვის, ვისაც HR სფერო აინტერესებს. ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი. მსგავსი მასშტაბის და შინაარსის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიებას 150-მდე HR სპეციალისტი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც დაესწრნენ. HR hub -ის გუნდი მადლობას უხდის პარტნიორებსა და ყველა მონაწილეს. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად შექმენით HR Reborn 2017 ! HR Reborn – ის მხარდამჭერები იყვნენ: ჯეოსელი, იმედი L, პაშა ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მედიპარტნიორები: ტელეკომპანია იმედი, რადიო იმედი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, საქმიანიდილა, ბიზნესკონტრაქტიდა Marketer.ge. HR Reborn პირველად ჩატარდა და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება.
Read More
1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. ჯეოსელი იყო პირველი კომპანია, რომელმაც სურვილი გამოთქვა HR Reborn-ის მხარდამჭერი ყოფილიყო. “ჯეოსელი ბიზნესისთვის B4B“ -ეს არის…
Read More
1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. პაშა ბანკი HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ მის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსს ანანო ქორქიას…
Read More
15 თებერვალს, 15:00სთ-ზე სასტუმრო „მუზეუმში“ HR hub-ის, studentjob.ge-ისა და ფონდი ‘’კრისტალის’’ ორგანიზებით, ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში, სტუდენტური დასაქმების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები და უნივერსიტეტების კარიერული ცენტრების ხელმძღვანელები. ისინი ერთობლივად იმსჯელებენ სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია. დასასრულს შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას. პროექტი „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების კომპონენტში პარტნიორია USAID - ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)“.
Read More
1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. სადაზღვევო კომპანია იმედი L - HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ მის გენერალურ დირექტორ გივი გიორგაძეს ვესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. მოკლედ გვიამბეთ იმედი L-ის საქმიანობის შესახებ. რას სთავაზობთ მომხმარებლებს ? სადაზღვევო კომპანია იმედი L საქართველოში ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფის (GHG Group) წევრია. 2015 წლის 20 ნოემბერს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა. პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯგუფის აქციების პირველი ვაჭრობა შედგა. იმედი L-ის დაზღვეულებს საქართველოს მასშტაბით 19 მომსახურების პუნქტი ემსახურება. აქედან 9 მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (რუსთავი, გორი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, ახალციხე). 2014 წელს იმედი L-მა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების სერია - ვარსკვლავიანი დაზღვევა - გამოუშვა, რომელიც განკუთვნილია კორპორატიული სეგმენტისთვის და მომხმარებლებს სთავაზობს საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტო ჯანმრთელობის დაზღევევას: 3, 4 და 5-ვარსკვლავიან პროდუქტებში სამედიცინო მომსახურებების, სერვისების, დაფარვების, პროვაიდერების არჩევანისა და ფასის საუკეთესო სინთეზს. 4 და 5-ვარსკვლავიანი დაზღვეულებისათვის მოხდა სპეციალური მომსახურების სივრცეების შექმნა. რატომ გადაწყვიტეთ…
Read More
HR hub განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 22 ოქტომბერს, ჰაბის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საუბარი იქნება HR hub-ის ახალ მიმართულებებსა და პროექტებზე. HR hub-ის…
Read More
HR hub განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 22 ოქტომბერს, ჰაბის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საუბარი იქნება HR hub-ის ახალ მიმართულებებსა და პროექტებზე. HR hub-ის ღონისძიებები, რომლებიც ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს გრძელდბა. ინოვაციური, მუდმივად განახლებადი და საინტერესო - ეს ჰაბის კონცეფციის მთავარი საფუძველია. გავითვალისწინეთ HR hub-ის წევრების ყველა თხოვნა. შესაბამისად დავსახეთ ახალი მიზნებიც და მათი განხორციელების გზები. პრეზენტაციაზე თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას HR hub-ის გეგმების შესახებ. თქვენ გაიგებთ რას უნდა ელოდოთ ჩვენგან. აქ დაიბადება ბევრი ახალი იდეა და შეიქმნება ინოვაციური მიდგომები და პროექტები HR სფეროში. ჩვენი მიზანია, HR hub იყოს ერთგვარი სამუშაო პლატფორმა, სადაც საქართველოში HR სფეროს ყველა წარმომადგენელი ერთიანდება. დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, HR hub წევრების წინაშე, ახალი იდეებით წარსდგება. სანამ HR hub - ის ღონიესძიებების ახალ სეზონს დავიწყებთ შევაჯამებთ განვლილ 1 წელს და სიახლეებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ეს სფერო და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჰაბის ყველა წევრისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით HR hub -ს. 22 ოქტომბერს ტექნოპარკი HR hub – ის პრეზენტაციას უმასპინძლებს! ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ HR hub - ის ოფიციალური წევრებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვისა იქნება…
Read More
1 წელიწადში 8 წარმატებული შეხვედრა და ჰაბი, რომელიც საინტერესოდ მოაზროვნე HR პრაქტიკოსებს აერთიანებს. HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და…
Read More
9 ივლისს HR hub – ის ოფიციალური წევრებისათვის რიგით მერვე შეხვედრა სასტუმრო "ციტრუსში" გაიმართა. ღონისძიების პირვე ნაწილში მოწვეული მენოტრები სერგო ნოზაძე და სოფო ჭუმბურიძემ წარმოადგინებს საინტერესო ქეისები. მეორე ნაწილი კი დაეთმო HR hub - ის ყველაზე აქტიური წევრებისთვის სიგელების გადაცემასა და HR hub - ის დაბადების დღეს. მოწვეული მენტორები იყვნენ: 1. სერგო ნოზაძე – Bank Republic Société Générale Group -ას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.თემა: ტალანტების მართვის სისტემა. 2. სოფო ჭუმბურიძე – British American Tobacco - ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: BAT – გლობალური პროექტები და წარმატებული ქეისები კავკასიაში HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი. HR hub - ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველის! თუ გსურთ გაიგოთ…
Read More
HRM – ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური რუბრიკა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას,…
Read More