Blog Archives: ani

მომავლის HR hub – ურთიერთობის ახალი ეტაპი

HR hub განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 22 ოქტომბერს, ჰაბის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საუბარი იქნება HR hub-ის ახალ მიმართულებებსა და პროექტებზე. HR hub-ის…

Read More

მომავლის HR hub – ურთიერთობის ახალი ეტაპი

HR hub განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 22 ოქტომბერს, ჰაბის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საუბარი იქნება HR hub-ის ახალ მიმართულებებსა და პროექტებზე. HR hub-ის ღონისძიებები, რომლებიც ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს გრძელდბა.  ინოვაციური, მუდმივად განახლებადი და საინტერესო - ეს ჰაბის კონცეფციის მთავარი საფუძველია. გავითვალისწინეთ HR hub-ის წევრების ყველა თხოვნა. შესაბამისად დავსახეთ ახალი მიზნებიც და მათი განხორციელების გზები. პრეზენტაციაზე თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას HR hub-ის  გეგმების შესახებ. თქვენ გაიგებთ რას უნდა ელოდოთ ჩვენგან. აქ დაიბადება ბევრი ახალი იდეა და შეიქმნება ინოვაციური მიდგომები და პროექტები HR სფეროში. ჩვენი მიზანია, HR hub იყოს ერთგვარი სამუშაო პლატფორმა, სადაც საქართველოში HR სფეროს ყველა  წარმომადგენელი ერთიანდება. დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, HR hub წევრების წინაშე, ახალი იდეებით წარსდგება. სანამ HR hub - ის ღონიესძიებების ახალ სეზონს დავიწყებთ შევაჯამებთ განვლილ 1 წელს და სიახლეებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ეს სფერო და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჰაბის ყველა წევრისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით HR hub -ს. 22 ოქტომბერს ტექნოპარკი  HR hub – ის პრეზენტაციას  უმასპინძლებს! ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ HR hub - ის ოფიციალური წევრებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვისა იქნება…

Read More

HR hub ერთი წლისაა

1 წელიწადში 8 წარმატებული შეხვედრა და ჰაბი, რომელიც საინტერესოდ მოაზროვნე HR პრაქტიკოსებს აერთიანებს. HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და…

Read More

HR hub – ის რიგით მერვე ღონისძიება და პირველი დაბადების დღე – 9 ივლისი

9 ივლისს HR hub – ის ოფიციალური წევრებისათვის რიგით მერვე  შეხვედრა სასტუმრო "ციტრუსში"  გაიმართა. ღონისძიების პირვე ნაწილში მოწვეული მენოტრები სერგო ნოზაძე და სოფო ჭუმბურიძემ წარმოადგინებს საინტერესო ქეისები. მეორე ნაწილი კი დაეთმო HR hub - ის ყველაზე აქტიური წევრებისთვის სიგელების გადაცემასა და HR hub - ის დაბადების დღეს. მოწვეული მენტორები იყვნენ: 1. სერგო ნოზაძე – Bank Republic Société Générale Group -ას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.თემა: ტალანტების მართვის სისტემა. 2. სოფო ჭუმბურიძე – British American Tobacco - ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: BAT – გლობალური პროექტები და წარმატებული ქეისები კავკასიაში   HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი. HR hub - ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველის!  თუ გსურთ გაიგოთ…

Read More

თინათინ ბონი: „ყველაზე რთულია, როცა ადამიანის ბედს წყვეტ“…

HRM – ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური რუბრიკა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას,…

Read More

9 ივლისს HR hub 1 წლის ხდება!

1 წელიწადში 8 წარმატებულილ შეხვედრა და ჰაბი, რომელიც საინტერესოდ მოაზროვნე HR პრატქიკოსებს აერთიანებს. HR hub  ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება,  კონტაქტები და ის თუ რა ხდება HR - ის შიდა სამზარეულოში.  HR hub - ის პირველი ღონისძიება 2015 წლის 9 ივლისს ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორია სტუდენტური დასქმების პორტალი - Studentjob.ge. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს HR სფეროს განვითარებას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია იყო ახალი სივრცის შექმნით, სადაც გამოცდილი პროფესიონალები შეძლებდნენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ კოლეგებს. HR hub - ის ღონისძიების ფორმატი განსხვავებული და არასტანდარტულია. დავინახეთ მოთხოვნა, რომ HR პროფესიონალებისთვის აქამდე არ არსებობდა სივრცე, სადაც შეხვდებოდნენ ერთმანეთს და გაუზიარებდნენ გამოცდილებას, წარმატებულ ქეისებს, გაიგებდნენ მეტ სიახლეს საკუთარ სფეროში. აქედან წამოვიდა იდეა შეგვექმნა HR hub, ჰაბი HR მენეჯერებისთვის, სადაც პერიოდულად ტარდება ღონისძიებები. აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR  მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების გაზიარებაა. კლუბის პირველი ღონისძიება 2015 წლის 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google…

Read More

“ჩემი პროფესია პრაქტიკაში” – შეხედრა გოჩა რატიანთან

Studentjob.ge-ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეოთხე შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება და სპიკერი კი დაზვერვის სამსახურის უფროსის მრჩეველ გოჩა რატიანი  იქნება. გოჩა რატიანი საქართველოს დაზვერვის სამსახურში დაარსების დღიდან მუშაობს. მას აქვს სხვადასხვა სპეცსამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის გახლდათ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის დირექტორი, საქართველოს საელჩო აშშ-ი - მრჩეველი. აგრეთვე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და უშიშროების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში, სპეცდანიშნულების ძალებსა და სამხედრო დაზვერვაში. დამთავრებული აქვს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს აკადემია, აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ომის ეროვნული კოლეჯი, აშშ-ს თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის საინფორმაციო რესურსების მენეჯმენტის კოლეჯი, სახელმწიფო უშიშროების უმაღლესი სკოლა. მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორმულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად? თქვენ გაიგებთ სადაზვერვო და სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. ასევე შეიტყობთ თუ რა არის საჭირო დაზვერვის სამსახურში მუშაობის დასაწყებად. გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ! - - - - - - - შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret ღონისძიების ჩატარების ადგილი: „წიგნის სახლი ბახტრიონზე“…

Read More

ნინო ბერუაშვილი: „ის შედეგი, რასაც გუნდების მეშვეობით მართვა გვაძლევს, დახარჯულ დროზე უფრო ღირებულია“

HRM – ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური რუბრიკა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული და პროფესიონალი HR სპეციალისტები. HRM სწორედ ამისთვის შეიქმნა. HRM - რუბრიკის მეორე სტუმარია - ნინო ბერუაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი. მას აქვს 11 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სფეროში. საქმიანობის პარალელურად კითხულობს ლექციებს GIPA-სა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. ნინო HR hub - ის რიგით მეხუთე ღონისძიების მენტორიც იყო. ნინოს ვესაუბრეთ გუნდების მართვის მოდელზე, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე მისი მუშაობის პერიოდში დაინერგა. იუსტიციის სასწავლო ცენტრი ის ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი დანერგა. რატომ გადაწყვიტეთ ამ მოდელის შემოღება ? აღნიშნული გადაწყვეტილება ,,სინერჯი-ჯგუფთან“ თანამშრომლობის პროექტში გადაწყდა. 2012 წელს ამ ორგანიზაციის დახმარებით სასწავლო ცენტრის მისიის და სტრატეგიის, ორგანიზაციული სტრუქტურის გადახედვა მოხდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაო გუნდების შექმნასთან დაკავშირებით და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დანერგა ორგანიზაციის მართვის თანამედროვე სტილი. ნაცვლად ტრადიციული…

Read More

რჩევები ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასგან

1 აპრილს 19:00  Studentjob.ge – ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მესამე შეხვედრა გაიმართა, სპიკერი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახლდათ. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბატონმა დიმიტრიმ ისაუბრა პროფესიულ გზაზე, რომელიც გაიარა: როგორ დაიწყო ყველაფერი და რა სირთულეები შეხვდა. „იმისთვის, რომ ადვოკატი იყო ასეთად უნდა დაიბადო“- თქვა გაბუნიამ. მისი თქმით, შინაგანად უნდა იყო ადვოკატი, სხვანაირად შეუძლებელია ამ პროფესიით იმუშაო. დიმიტრი გაბუნიამ სტუდენტებთან შეხვედრისას  ისაუბრა იმაზე, რომ ადვოკატობა საკმაოდ რთული პროფესიაა. „შენ გაბარია ადამიანის ბედი და არ გაქვს უფლება დაუშვა შეცდომა. თუმცა ამ პროფესიას მოაქვს ძალიან დიდი ადრენალინი. უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის დაცვა ყველაფერზე მეტია“. ბატონმა დიმიტრიმ აუდიტორიას ადვოკატისთვის და ზოგადად წარმატებისთვის საჭირო რჩევები გაუზიარა. ზოგადი განათლება, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა, მობილიზებულობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია რაზეც მან ისაუბრა. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგოთ,   რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მას პროფესიაში წარმატების მისაღწევად. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას: იყავით უბრალო; ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ მოინდომებთ ყველაფერს მიაღწევთ; სულ სიახლის ძიებაში უნდა იყოთ; იყავით ის რაც ხართ; უნდა იყოთ მიმწოლი; გულთან ახლოს არ მიიტანოთ არაფერი; აუცილებელია შეგეძლოთ აუდიტორიასთან ურთიერთობა და საჯაროდ…

Read More

ეკა ლომიძე: „რასაც თანამშრომელს პირდები, უნდა გაუკეთო“

HRM – ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური რუბრიკა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული და პროფესიონალი HR სპეციალისტები. HRM სწორედ ამისთვის შეიქმნა. ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარი - ეკა ლომიძეა, რომელიც უკვე 7 წელია “რედისონ ბლუ ივერია”-ს HR დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ეკა პროფესიით ფსიქოლოგია, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რის შემდეგაც სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა. საქართველოში ამერიკიდან დაბრუნებულმა HR-ის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. HR hub გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ეკა ლომიძესთან. რატომ გადაწყვიტეთ ადამიანური რესურსების მიმართულებას გაყოლოდით? სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში. მე როდესაც ჩამოვედი ამერიკიდან, მაშინ „მაგთიკომი“ იხსნებოდა და შევიტანე განაცხადი. სწორედ მისმა დირექტორმა მიბიძგა ამ სფეროსკენ. მე უფრო ფსიქოლოგიური მიმართულებით მინდოდა მუშაობა. პროფესიული თვალსაზრისით რა მოგცათ ამერიკაში გატარებულმა წლებმა? ძალიან ბევრი რამ მომცა. ხედვა მომცა სხვა. საქართველოში, ჩემს პროფესიაში საკმაოდ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა მივიღე. იქ უბრალოდ მასწავლიდნენ პრაქტიკაში როგორ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. საზღვარგარეთ როცა მიდიხარ, ხედვა გეცვლება საერთოდ. დავინახე რომ სამყარო დიდია, ბევრი ადამიანია, რაღაცნაირად…

Read More

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge