“HR Reborn-ი ცალსახად ემსახურება მსმენელების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას” – გივი გიორგაძე იმედი Ⓛ-ის გენერალურო დირექტორი

 

1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. სადაზღვევო კომპანია  იმედი L – HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ მის  გენერალურ დირექტორ გივი გიორგაძეს ვესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

 

მოკლედ გვიამბეთ იმედი L-ის საქმიანობის შესახებ. რას სთავაზობთ მომხმარებლებს ?

სადაზღვევო კომპანია იმედი L საქართველოში ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფის (GHG Group) წევრია. 2015 წლის 20 ნოემბერს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა. პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის  უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა და  ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯგუფის აქციების პირველი ვაჭრობა შედგა.

 

იმედი L-ის დაზღვეულებს საქართველოს მასშტაბით 19 მომსახურების პუნქტი ემსახურება. აქედან 9  მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  (რუსთავი, გორი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, ახალციხე).
2014 წელს იმედი L-მა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების სერია – ვარსკვლავიანი დაზღვევა – გამოუშვა, რომელიც განკუთვნილია კორპორატიული სეგმენტისთვის და მომხმარებლებს სთავაზობს საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტო ჯანმრთელობის დაზღევევას: 3, 4 და 5-ვარსკვლავიან პროდუქტებში სამედიცინო მომსახურებების, სერვისების, დაფარვების, პროვაიდერების არჩევანისა და ფასის საუკეთესო სინთეზს. 4 და 5-ვარსკვლავიანი დაზღვეულებისათვის მოხდა სპეციალური მომსახურების სივრცეების შექმნა.

რატომ გადაწყვიტეთ ყოფილიყავით HR Reborn-ის მხარდამჭერი?

სადაზღვევო კომპანია იმედი L ინოვაციის, წინსვლისა და განვითარების მხარდამჭერია. HR reborn-ი არის ინოვაციური პროექტი კავკასიაში, რომლის მიმართაც ინტერესი საკმაოდ მაღალია.  გამოვიყენეთ შანსი მხარში დავდგომოდით ამ პროექტს და ჩვენი წვლილი შეგვეტანა HR სფეროსა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების განვითარებაში.

 

რამდენად შეუწყობს ხელს HR Reborn  და მსგავსი ტიპის ღონისძიებები საქართველოში HR სფეროს განვითარებას?

HR სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადია, შესაბამისად, აუცილებელია განვითარებადმა ქვეყანამ ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს სიახლეებს. ვთვლი, რომ ამ საქმეში ნებისმიერი წარმატებული სპიკერის ჩამოყვანა და მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ პროექტში მონაწილე HR სპეციალისტების პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაში.
მიმაჩნია, რომ HR Reborn-ის მსგავსი ტიპის ღონისძიებები საქართველოში ხშირად უნდა იმართებოდეს.

 

რატომ არის საინტერესო ეს ღონისძიება?

ამ კითხვას გარკვეულწილად უკვე ვუპასუხე.
ჩემი აზრით, განვითარებისკენ მიმავალი ნებისმიერი გზა საინტერესო და მნიშვნელოვანია.
HR Reborn-ი ცალსახად ემსახურება მსმენელების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას, შესაბამისად, ეს ღონისძიება ძალიან საინტერესოა. აქვე უნდა აღინიშნოს  მოწვეული გამომსვლელების პროფესიონალიზმი და დიდი გამოცდილება.
თითოეული მათგანისგან ბევრი საინტერესო სიახლის მოსმენა და სწავლაა შესაძლებელი.

გეგმავთ თუ არა მომავალში მსგავსი ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერას? 

როგორც აღვნიშნე, იმედი L მხარს უჭერს და გულშემატკივრობს ყველა პროექტს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტების განვითარებას ემსახურება.
ვეცდებით, მაქსიმალურად ჩავერთოთ ისეთი პროექტების განვითარებაში, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალიზმის განვითარებაზე.

 დეტალები აქ: https://goo.gl/Go0FJe
 განრიგი: goo.gl/zdwUHX

HR Reborn-ის ბილეთების შესაძენად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: Hrhubgeorgia@gmail.com / 591990107

დეტალები იხილეთ აქ:  https://goo.gl/Go0FJe

განრიგი აქ: goo.gl/zdwUHX

HR Reborn-ის ვებ-გვერდი: www.georgia.ogieurope.com

 

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap