Monthly Archives: February 2017

HR hub, HR Reborn-ზე დასწრების ყველა მსურველს გადახდის ახალ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს.

HR hub, HR Reborn-ზე დასწრების  ყველა მსურველს გადახდის ახალ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს. ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიების ჯეოსელის, იმედი L-ისა და პაშა ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ბილეთის ღირებულების 500 ევროს   3 ნაწილად გადახდა: I ნაწილი 100 € - 25 თებერვლამდე II ნაწილი 200 € - 25 მარტამდე III ნაწილი 200 € - 25 აპრილამდე   HR hub HR Reborn-ის მხარდამჭერებთან ერთად ზრუნავს იმაზე, რომ ყველა მსურველს მისცეს შესაძლებლობა დაესწროს კავკასიაში ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ HR ღონისძიებას. დეტალები აქ:  https://goo.gl/Go0FJe იჩქარეთ, დაიკავეთ თქვენი ადგილი HR Reborn-ზე! ბილეთების შესაძენად მოგვწერეთ: HRhubgeorgia@gmail.com

Read More

„HR Reborn – ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება საქართველოში“ – თინათინ ბონი

1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება.   ჯეოსელი იყო პირველი კომპანია, რომელმაც სურვილი გამოთქვა HR Reborn-ის მხარდამჭერი ყოფილიყო. “ჯეოსელი ბიზნესისთვის B4B“ -ეს არის…

Read More

HRhub კონკურსს “მე მინდა HRReborn-ზე” აცხადებს

1-2 მარტს თბილისში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება გაიმართება. HR hub აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „#მემინდაHRReborn-ზე“. მონაწილეობის მისაღებად: გადაიღეთ სელფი ჰეშთეგით: „#მემინდაHRReborn-ზე“,…

Read More

HRhub კონკურსს “მე მინდა HRReborn-ზე” აცხადებს

1-2 მარტს თბილისში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება გაიმართება. HR hub აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „#მემინდაHRReborn-ზე“. მონაწილეობის მისაღებად: გადაიღეთ სელფი ჰეშთეგით: „#მემინდაHRReborn-ზე“, ატვირთეთ თქენს FB გვერდზე (Public) – მიუთითეთ ეს ლინკი: https://goo.gl/Go0FJe E-Mail-ზე: HRreborngeorgia@gmail.com გამოგვიგზავნეთ ატვირთული სელფის ლინკი   მიიღეთ მონაწილეობა კონკუსში და მოიგეთ HR Reborn-ზე დასასწრები 500 ევროიანი ბილეთი! გამარჯებული იქნება FB იუზერი, რომლის სელფსაც ყველაზე მეტი გაზიარება ექნება. კონკურსი დასრულდება 23 თებერვალს 00:00. გამარჯებული გამოვლინდება 25 თებერვალს და გადაეცემა HR Reborn-ზე დასასწრები ბილეთი. გისურვებთ წარმატებას!        

Read More

“HR REBORN არა მხოლოდ HR სპეციალისტებისთვის, არამედ ზოგადად მენეჯერებისთვისაც საინტერესო იქნება” – ანანო ქორქია

  1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. პაშა ბანკი HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ მის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსს ანანო ქორქიას…

Read More

“HR Reborn არა მხოლოდ HR სპეციალისტებისთვის, არამედ ზოგადად მენეჯერებისთვისაც საინტერესო იქნება”- ანანო ქორქია

  1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. პაშა ბანკი HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსს ანანო ქორქიას ვესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. მოკლედ გვიამბეთ პაშა ბანკის საქმიანობის მთავარ მიმართულებებზე. პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ჩვენ მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს ვთავაზობთ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში მაღალი ხარისხის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. ეკონომიკის განვითარებისთვის კი, ბუნებრივია, ბიზნესისთვის ხელშეწყობაა საჭირო, რაშიც ჩვენი საქმიანობით აქტიურად ვართ ჩართული. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ ჩვენი კლიენტების სანდო ფინანსური პარტნიორი, რაც ცალსახად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კორპორატიული ბანკის შერჩევისას. რატომ გადაწყვიტეთ ყოფილიყავით HR Reborn-ის მხარდამჭერი? როგორც ზემოთ აღვინიშნე, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით ეკონომიკის ზრდას და განვითარებას შევუწყოთ ხელი, იქნება ეს მსხვილი და საშუალო საწარმოების ფინანსური მხარდაჭერა, მათი ფასიანი ქაღალდების გამოშვება თუ რაიმე სხვა საბანკო მომსახურების გაწევა. ჩვენი მარკეტინგული აქტივობებიც ჩვენს კორპორატიულ ხედვას ეფუძნება და…

Read More

სტუდენტური დასაქმების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება

15 თებერვალს, 15:00სთ-ზე სასტუმრო „მუზეუმში“ HR hub-ის, studentjob.ge-ისა და ფონდი ‘’კრისტალის’’ ორგანიზებით,  ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში, სტუდენტური დასაქმების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები და უნივერსიტეტების კარიერული ცენტრების ხელმძღვანელები. ისინი ერთობლივად იმსჯელებენ  სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია. დასასრულს შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სტაჟირებისა და  დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას. პროექტი „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების კომპონენტში  პარტნიორია USAID  - ის პროექტი  „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)“.        

Read More

“HR Reborn-ი ცალსახად ემსახურება მსმენელების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას” – გივი გიორგაძე იმედი Ⓛ-ის გენერალურო დირექტორი

  1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. სადაზღვევო კომპანია  იმედი L - HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ მის  გენერალურ დირექტორ გივი გიორგაძეს ვესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.   მოკლედ გვიამბეთ იმედი L-ის საქმიანობის შესახებ. რას სთავაზობთ მომხმარებლებს ? სადაზღვევო კომპანია იმედი L საქართველოში ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფის (GHG Group) წევრია. 2015 წლის 20 ნოემბერს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა. პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის  უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა და  ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯგუფის აქციების პირველი ვაჭრობა შედგა.   იმედი L-ის დაზღვეულებს საქართველოს მასშტაბით 19 მომსახურების პუნქტი ემსახურება. აქედან 9  მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  (რუსთავი, გორი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, ახალციხე). 2014 წელს იმედი L-მა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების სერია - ვარსკვლავიანი დაზღვევა - გამოუშვა, რომელიც განკუთვნილია კორპორატიული სეგმენტისთვის და მომხმარებლებს სთავაზობს საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტო ჯანმრთელობის დაზღევევას: 3, 4 და 5-ვარსკვლავიან პროდუქტებში სამედიცინო მომსახურებების, სერვისების, დაფარვების, პროვაიდერების არჩევანისა და ფასის საუკეთესო სინთეზს. 4 და 5-ვარსკვლავიანი დაზღვეულებისათვის მოხდა სპეციალური მომსახურების სივრცეების შექმნა. რატომ გადაწყვიტეთ…

Read More

მილტონ ჰეიგის მასტერ კლასი HR hub-ში

31 იანვარს HR hub – ის სეზონის რიგით მეორე ღონისძიება სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართა. HR hub – ში მოწვეული იყოს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – მილტონ ჰეიგი. მას გუნდის მართვის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს და ზუსტად იცის მართვის თავისებურებები. ჰეიგმა ისაუბრა ისეთ თემებზე როგორიცაა: როგორ შევქმნათ ძლიერი გუნდი, როგორ მივუდგეთ ინდივიდებს, როგორ მოვახდინოთ მათი ერთი მიზნისკენ მიმართვა და მოტივაცია. მასტერ კლასი საკმაოდ ინტერაქციული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიების ბოლოს, გათამაშდა HR Reborn-ის ბილეთებზე, სპეციალური ფასდაკლების ბარათები. რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მათ გადაეცათ 30%, 40%, 50%, 60% და 70% ფასდაკლებები. HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი. HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი…

Read More

💙 2020 studentjob.ge