StudentJob.ge – ის ორანიზებით ჩატარდა ტრენინგი “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”

ტრენინგიStudentJob.ge განაგრძობს სტუდენტებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზებას. პორტალი აკავშირებს სტუდენტებს დამსაქმებლებთან. ვებ-გვერდზე სწორედ სუდენტებზე და ახლადკურსდამთავრებულბზე მორგებული ვაკანსიები ქვეყნდება. გარდა ამისა, StudentJob.ge სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს კარიერის დაგეგმვასა და განვითარებისთვის.

StudentJob.ge – ის ორგანიზებით 23 და 24 დეკემბერს დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესახებ სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარი ჩატარდა. ტრენინგის სახელწოდებაა: “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”.

ტრენინგზე სტუდენტებმა გაიარეს ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური  პასუხების გაცემა.
სტუდენტები გაეცნენ კარიერის დაგეგმვის  სტრატეგიებს და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ტრენინგს გაუძღვა ცირა შანავა.

ტრენინგი 23 და 24 დეკემბერს  (12:00 – 15:45) კავკასიის საერთაშორისო უნივრისტეტში ჩატარდა.

ტრენინგი “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას” უკვე მეორედ გაიმართა. პირველ ტრენინგს თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

დიდ მადლობას ვუხდით ტრენინგის მხარდაჭერებს. პროექტი ძალიან წარმატებულია და  მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა უნივერსიტეტში.

« »
💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap