Monthly Archives: December 2015

studentjob.ge – გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

studentjob.ge - გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!   ჰოდა ვიწყებდით ასე ...   [caption id="attachment_4368" align="alignleft" width="300"] Studentjob.ge[/caption] 2015 წლის მარტში გაგვიჩნდა იდეა. გვინდოდა გაგვეკეთებინა ვებ - გვერდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტურ დასაქმებაზე იქნებოდა ორიენტირებული. იმ დროს ჩვენი ერთადერთი რესურსი იყო იდეა. დავუკავშირდით ვებ - პროგრამისტს და დავიწყეთ ... ძალიან ბევრს ვმუშაობდით, რომ ვებ - გვერდი სტუდენტებსა და დამსაქმებლებზე მაქსიმალურად \ორიენტირებული ყოფილიყო. თითქმის 1 თვეში შევძელით ჩამოყალიბება და აწყობა იმის, რასაც დღეს studentjob.ge ჰქვია. ვებ - გვერდი სულ მალე პოპულარული გახდა და ძალიან ბევრ სტუდენტსა და დამსაქმებელს მასპინძლობს. ჩვენი მისიაა სტუდენტებს სამსახურის ძებნის პროცესი გავუმარტივოთ. დღეს ჩვენი ვებ - გვერდი აკავშირებს სტუდენტებს დამსაქმებლებთან და ამით ორივე მხარე ძალიან კმაყოფილია. ჩვენ გავამარტივეთ კომუნიკაცია მათ შორის.   ძალიან მალე, 1 თვეში studentjob.ge - ის მოჰყვა HR hub, რომლის მიზანიც HR სფეროს განვითარება, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების გაერთიანება, ცოდნის, გამოცდლებისა და იდეების გაზიარება, HR პრაქტიკოსების დაკავშირებაა. გაზაფხულზე studentjob.ge 1 წლის ხდება. ჩვენი მთავარი წარმატებაა ის, რომ ვხედავთ სტუდენტები საქმდებიან და კომპანიებიც პოულობენ ახალგაზრდა კაპიტალს, რომელიც შემდგომ მათი კომპანიის…

Read More

StudentJob.ge – ის ორანიზებით ჩატარდა ტრენინგი “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”

StudentJob.ge განაგრძობს სტუდენტებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზებას. პორტალი აკავშირებს სტუდენტებს დამსაქმებლებთან. ვებ-გვერდზე სწორედ სუდენტებზე და ახლადკურსდამთავრებულბზე მორგებული ვაკანსიები ქვეყნდება. გარდა ამისა, StudentJob.ge სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს კარიერის დაგეგმვასა და განვითარებისთვის. StudentJob.ge – ის ორგანიზებით 23 და 24 დეკემბერს დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესახებ სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარი ჩატარდა. ტრენინგის სახელწოდებაა: “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”. ტრენინგზე სტუდენტებმა გაიარეს ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური  პასუხების გაცემა. სტუდენტები გაეცნენ კარიერის დაგეგმვის  სტრატეგიებს და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტრენინგს გაუძღვა ცირა შანავა. ტრენინგი 23 და 24 დეკემბერს  (12:00 – 15:45) კავკასიის საერთაშორისო უნივრისტეტში ჩატარდა. ტრენინგი “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას” უკვე მეორედ გაიმართა. პირველ ტრენინგს თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. დიდ მადლობას ვუხდით ტრენინგის მხარდაჭერებს. პროექტი ძალიან წარმატებულია და  მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა უნივერსიტეტში.

Read More

StudentJob.ge – ის ორგანიზებით ჩატარდება ტრენინგი: “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”

StudentJob.ge დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევებზე სტუდენტებისთვის  ტრენინგ/სემინარებს ჩაატარებს. სტუდენტური დასაქმების პორტალი –  StudentJob.ge  სტუდენტებისთვის კარიერის დასაგეგმად და განსავითარებლად  საჭირო უნარ – ჩვევების შესახებ   2 დღიან პრაქტიკულ ტრენინგს ჩაატარებს. ტრენინგზე განიხილება ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური  პასუხების გაცემა. სტუდენტები გაეცნობიან კარიერის დაგეგმვის  სტრატეგიებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ტრენინგს გაუძღვება ცირა შანავა. ტრენინგი 23 და 24 დეკემბერს  (12:00 – 15:45) კავკასიის საერთაშორისო უნივრისტეტში ჩატარდება, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია.   დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentjob.ge

Read More

💙 2020 studentjob.ge