Monthly Archives: July 2015

HR hub – ში ახალი წევრების მისაღებად რეგისტრაცია 30 ივლისს დაიწყება !

  სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შეიქმნა პირველი HR სივრცე ახალგაზრდებისთვის. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა. პირველი ნაკადის აპლიკაციების მიღება დასრულდა 20 მაისს. ხოლო მეორე ნაკადის რეგისტრაცია 2 და 3 ივლისს მიმდინარეობდა. შედეგად კლუბს 190 მსურველიდან 76 ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub - ში ახალი ნაკადის რეგისტრაცია 30 ივლისს დაიწყება, 19:00 გამოქვეყნდება სარეგისტრაციო ლინკი და ყველა მსურველი შეძლებს დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია დასრულდება 27  აგვისტოს 12:00. HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება. კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace - ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google - ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell, Anam Akhtar და InSource - დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. მეორე ღონისძიების თარიღსაც მალე დავაანონსებთ. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, HR  სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub- ის წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული…

Read More

ლიბერთი ბანკმა მთელი საქართველოს მასშტაბით სტაჟიორთა ახალი ნაკადის შერჩევა დაიწყო

ლიბერთი ბანკმა სტაჟიორთა ახალი ნაკადის შერჩევა დაიწყო. ლიბერთი ბანკი 2014 წლიდან ახორციელდებს სერვის კონსულტანტ/სტაჟიორის პროგრამას, რომელიც მთელი საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობს. პროგრამა გულისხმობს ახალი კადრების მოძიებას, შერჩევას და ტრენინგების პროცესის განხორციელეებას. სტაჟირების ძირითადი მიზანი ერთგული და ლოიალური კადრების მოძიება და დასაქმებაა. სერვის კონსულტანტის/სტაჟიორის ფუნქცია - მოვალეობებიც სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარეობს, კერძოს სტაჟიორის ფუნქცია-მოვალებაა: მომხმარებლებლებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება, მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება და შემდგომი გადამისამართება, მომხმარებელთა მარშრუტის დარეგულირება. მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემის საშუალებით მომხმარებლისთვის ბილეთის ამობეჭდვა, მომხმარებლის დახმარება ბანკომატებთან, სწრაფი გადახდის აპარატებთან და სხვა ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას, რომლის პროცესშიც სერვის კონსულტანტი აქტიურად განახორციელებს სხვადასხვა შეთავაზებებს. ასევე ფუნქცია-მოვალებები მოიცავს ლიბერთი ბანკის ფილიალებს გარეთ განთავსებულ ბანკომატებთან პოზიციონირებას და მომხმარებლისთვის ბანკომატით სარგებლობაში დახმარების გაწევას. სტაჟირება სამი თვის განმავლობაში გრძელდება და არაანაზრაურებადია. პირველი ნაკადის შერჩევისას თბილისსა და რეგინებში შერჩეულ იქნა 178 სტაჟიორი, რომელიც ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში გადანაწილდა. სტაჟირების პროცესის შემდგომ ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარა და 132 სტაჟიორმა. სტაჟირების პროცესის დასრულების შემდგომ სტაჟიორთა დაწინაურების და მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე და  მოლარე-ოპერატორის რეზერვის შევსების მიზნით ტესტირების ეტაპის და გასაუბრების ეტაპი…

Read More

9 ივლისს HR hub – ის პირველი ღონისძიება გაიმართა

HR hub – ის პირველი ღონისძიება 9 ივლისს გაიმართა სასტუმრო “ტერასაში” , რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. HR hub-ის პირველი ღონისძიებაზე გვყავდა სამი  მენტორი: 1.მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის Google – ს HR დეპარტამენტის წარმომადგენელი, რეკრუიტერი – რებეკა ო ფარელი მის კოლეგასთან Anam Akhtar - თან ერთად, ისინი ვიდეო ზარით ჩაგვერთვნენ გუგლის დუბლინის ოფისიდან http://goo.gl/ur9b1Y 2. საკონსულტაციო კომპანია Insource -ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართვის აკადემიის ლექტორი – მედეა ტაბატაძე. http://goo.gl/JgD8rS HR hub - ის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.  

Read More

studentjob.ge ქუთაისში დასაქმების ფორუმზეა მიწვეული

ქუთაისში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდჭერით, 10 ივლისს დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ფორუმის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა. ,,დასაქმების ფორუმი" აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში 12:00-18:00 სთ-ზე გაიმართება. studentjob.ge სიამვნებით ჩაერთო ამ ფორუში. ჩვენი მიზანია გავუმარტივოთ და დავეხმაროთ სტუდენტებს იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში მოქმედი მსხვილი და საშუალო კომპანიები. ფორუმი ტარდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

Read More

HR hub – ში Google – დან ორი მენტორი გვყავს

მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის HR დეპარტამენტის წარმომადგენელები Rebecca O'Farrell და Anam Akhtar  HR hub – ის მენტორები არიან და ვიდეო ზარით ჩაგვერთვებიან გუგლის დუბლინის ოფისიდან.  ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივლისს 19:00 სასტურო “ტერასაში” გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან. ისინი მოისმენენ მასტერ – კლასს, მიიღებენ რჩევებს და დასვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. კლუბის წევრები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით Google -ში მიმდნარე პროცესებს, კერძოდ კი რეკრუიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს, დამწყებ პრაქტიკოსებს და ამ სფეროში უკვე გამოცდილ HR მნეჯერებს  საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. საპრეზენტაციო თემა: როგორ ხდება თანამშრომელთა შერჩევა და რა პირობებს უქმნის „Google” თანამშრომლებს – ახალგაზრდების საოცნებო სამსახური … შეგახსენებთ, რომ  HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. #HRhubGeorgia

Read More

HR hub – ის მენტორი Google – ის მენეჯერი – Anam Akhtar

მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის HR დეპარტამენტის წარმომადგენელი Anam Akhtar  HR hub – ის მენტორია და ვიდეო ზარით ჩაგვერთვება გუგლის დუბლინის ოფისიდან. Anam Akhtar მეორე მენტორია Google -ის HR დეპარტამენტიდან. ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივლისს 19:00 სასტურო “ტერასაში” გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან. ისინი მოისმენენ მასტერ – კლასს, მიიღებენ რჩევებს და დასვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. კლუბის წევრები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით Google -ში მიმდნარე პროცესებს, კერძოდ კი რეკრუიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს, დამწყებ პრაქტიკოსებს და ამ სფეროში უკვე გამოცდილ HR მნეჯერებს  საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. საპრეზენტაციო თემა: როგორ ხდება თანამშრომელთა შერჩევა და რა პირობებს უქმნის „Google” თანამშრომლებს – ახალგაზრდების საოცნებო სამსახური … შეგახსენებთ, რომ  HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. #HRhubGeorgia  

Read More

HR hub-ში წევრების ახალი ნაკადის მიღება დაიწყო! [2-3 ივლისი]

სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შიქმნება პირველი HR სივრცე ახალგაზრდებისთვის. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოში HR სფერო არც თუ ისე განვითარებულია. კომპანიები ხშირად აცხადებენ ამ მიმართულებით ვაკანსიებს, თუმცა შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უჭირთ. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. თუ გსურთ გახდეთ HR hub-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს: • იყოთ 20-დან 35 წლამდე; • ნამდვილად უნდა გაინტერესებდეთ ადამიანური რესურსების სფერო; • ხედავდეთ თქვენს კარიერას HR სფეროში; • იყოთ მოტივირებულები შეცვალოთ HR გარემო საქართველოში და დანერგოთ სიახლეები; HR hub-ში წევრების რაოდენობა შეზღუდულია. აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებსაც დავუკავშირდებით. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდება. წევრების მიღება პირველ ეტაპზე უფასოა. აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ…

Read More

💙 2020 studentjob.ge