Monthly Archives: March 2015

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმება www.studentjob.ge

www.studentjob.ge - ის ახალი ინიციატივა გულისხმობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმებას. ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და სპეციალური აღნიშვნით გამოიყოფა ის ვაკანსიები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებსაც შეუძლიათ გააგზავნონ CV. აღნიშნულ ინიციატივაში მნიშვნელოვანია კომპანიების მხარდაჭერა და ჩართულობა, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან. მათი სურვილის და დახმარების გარეშე ეს იდეა ვერ განხორციელდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ შშმ სტუდენტების დასაქმებას. ერთად ვიზრუნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმებაზე! ამით დავეხმარებით მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. მათი მომავალი ჩვენს ხელთაა. კომპანიებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში. ვინ იქნება პირველი?..

Read More

საქართველოში სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge შეიქმნა

Studentjob.ge არის ყველაზე ეფექტური პირველი სტუდენტური დასაქმების პორტალი საქართველოში, რომელიც სულ ახლახანს შეიქმნა. Studentjob.ge განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებზე გათვლილი ვაკანსიებისთვის და განცხადებებისთვის. ჩვენი მიზანია გავუმარტივოთ და დავეხმაროთ სტუდენტებს იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. თუკი თქვენი კომპანია გამოაცხადებს სტაჟირებას ან ვაკანსიას სტუდენტებისთვის, ბევრი ფიქრი იმაზე თუ სად განათავსოთ თქვენი განცხადება, აღარ მოგიწევთ. ვინაიდან Studentjob.ge სწორედ ამისთვის არის შექმნილი. ერთად შევუწყოთ ხელი სტუდენტების დასაქმებას და პროფესიულ ზრდას.

Read More

Hello world!

Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start blogging!

Read More

💙 2020 studentjob.ge