StudentJob.ge დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევებზე სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარებს ჩაატარებს. სტუდენტური დასაქმების პორტალი – StudentJob.ge სტუდენტებისთვის კარიერის დასაგეგმად და განსავითარებლად საჭირო უნარ – ჩვევების შესახებ 2 დღიან პრაქტიკულ ტრენინგს ჩაატარებს. ტრენინგზე განიხილება ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემა. სტუდენტები გაეცნობიან კარიერის დაგეგმვის სტრატეგიებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ტრენინგს გაუძღვება ცირა შანავა. ტრენინგი 23 და 24 დეკემბერს (12:00 – 15:45) კავკასიის საერთაშორისო უნივრისტეტში ჩატარდება, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentjob.ge
განაგრძეთ კითხვა
2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში იწყება პროექტი ,,სტარტი’’, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრის მოძიებას, გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას. 1თვის განმავლობაში 50 მონაწილე შეისწავლის 4 ძირითად მოდულს: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ეკონომიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები. ყოველი კვირის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, საბოლოო ქულები დაჯამდება და 10 საუკეთესო დაიკავებს პარტნიორი კომპანიების ვაკანტურ პოზიციებს. მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 ნოემბერი. ,,წარმატებული კარიერა იწყება აქ.’’ ტრენინგებს ჩაატარებენ : დავით კენჭაძე, გურამ შეროზია, ეკა ყიფიანი, ტარიელ ზივზივაძე, მარიამ ჭანტურია, ოთარ ქირია, დავიდ ჯიბლაძე, ფერიდე გიაშვილი, ლევან ილაშვილი, სულხან ლაცაბიძე, ლევან პაიჭაძე, ილო ღლონტი, ბორის კიკნაძე, დავიდ ხოსროშვილი, მაგდა ბობოხიძე, ნინო კვაშილავა... პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ლოპოტა, ქებული კლიმატი, Vible Solutions, ბინული, უნიქარდი, მოძრაობა kar.ge, iHub, Seed forum, HR hub… მხარდამჭერები: Beard bar, Generator 9.8. საკონტაქტო ინფორმაცია: StartAcademyGeorgia@gmail.com 598 820 899 579 504 477
განაგრძეთ კითხვა
HR hub- ის რიგით მესამე ღონისძიებაც წარმატებით ჩატარდა. #21ნოემბერი თოთოეული ღონისძიების ჩატარების შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ეს ღონისძიება საქართველოში HR სფეროს გავითარებისთვის. პროექტის მიზანიც სწორედ ეს არის. HR hub - ის ღონისძიებაზე სიტყვით 3 მენტორი გამოვიდა. თითოეულმა დამსწრეებს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ სპეციალური პრეზენტაციების მეშვეობით უამბეს. HR hub არის ახალი სივრცე, სადაც გამოცდილი პროფესიონალები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ თავიანთ კოლეგებს. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფორმატი განსხვავებული და არასტანდარტულია, აქ მენტორები ყვებიან საკუთარ თავზე, კომპანიასა და წარმატებაზე. ამრიგად, ეს არ არის ჩვეულებრივი მოსაწყენი ლექცია, სემინარი ან კონფერენცია. ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს: 1. ნატა ჯავახიშვილმა - მაკდონალდსის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი თემა: "მაკდონალდსის თანამშრომელთ ა მოტივაციის სტრატეგია" 2. რუსუდან სანიკიძემ - ვისოლ ჯგუფი თემა: "როგორ შევაყვაროთ თანამშრომლებს კომპანია და საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ?" 3. დიანა ბურდულმა - JTI თემა: "როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია" ყველა პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველის ... დეტალები აქ: http://bit.ly/1kyD6hu
განაგრძეთ კითხვა
21 ნოემბერს კლუბი HR hub - ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მესამე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო The Terrace უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub - ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება გამოცდილებისა და კრეატიული იდეების გაზიარება. კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell , Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. კლუბის მეორე ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ანი გოცირიძე - საკონსულტაციო კომპანია KPMG - ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მარინა კუჭუხიძე - იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკა ლომიძე - რედისონ ბლუ იბერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. HR hub განაგრძობს HR სფეროში საინტერესო ღონისძიებების გამართვას და შემდგ შეხვედრას 21 ნოემბრისთვის აანონსებს. შეხვედრა გაიმართება 21 სექტემბერს 11:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
განაგრძეთ კითხვა
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start blogging!
განაგრძეთ კითხვა
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim…
განაგრძეთ კითხვა
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim…
განაგრძეთ კითხვა
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim…
განაგრძეთ კითხვა
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. In sed vulputate massa. Fusce ante magna, iaculis ut purus ut, facilisis ultrices nibh. Quisque…
განაგრძეთ კითხვა
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. In sed vulputate massa. Fusce ante magna, iaculis ut purus ut, facilisis ultrices nibh. Quisque…
განაგრძეთ კითხვა