Monthly Archives: November 2015

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში იწყება პროექტი ,,სტარტი’’

2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში იწყება პროექტი ,,სტარტი’’, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრის მოძიებას, გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას. 1თვის განმავლობაში 50 მონაწილე შეისწავლის 4 ძირითად მოდულს: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ეკონომიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები. ყოველი კვირის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, საბოლოო ქულები დაჯამდება და 10 საუკეთესო დაიკავებს პარტნიორი კომპანიების ვაკანტურ პოზიციებს. მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 ნოემბერი. ,,წარმატებული კარიერა იწყება აქ.’’ ტრენინგებს ჩაატარებენ : დავით კენჭაძე, გურამ შეროზია, ეკა ყიფიანი, ტარიელ ზივზივაძე, მარიამ ჭანტურია, ოთარ ქირია, დავიდ ჯიბლაძე, ფერიდე გიაშვილი, ლევან ილაშვილი, სულხან ლაცაბიძე, ლევან პაიჭაძე, ილო ღლონტი, ბორის კიკნაძე, დავიდ ხოსროშვილი, მაგდა ბობოხიძე, ნინო კვაშილავა... პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ლოპოტა, ქებული კლიმატი, Vible Solutions, ბინული, უნიქარდი, მოძრაობა kar.ge, iHub, Seed forum, HR hub… მხარდამჭერები: Beard bar, Generator 9.8.   საკონტაქტო ინფორმაცია: StartAcademyGeorgia@gmail.com 598 820 899    579 504 477

Read More

HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიებაც წარმატებით ჩატარდა

‪ HR hub- ის რიგით მესამე ღონისძიებაც წარმატებით ჩატარდა. #‎21ნოემბერი‬ თოთოეული ღონისძიების ჩატარების შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ეს ღონისძიება საქართველოში HR სფეროს გავითარებისთვის. პროექტის მიზანიც სწორედ ეს არის. HR hub - ის ღონისძიებაზე სიტყვით 3 მენტორი გამოვიდა. თითოეულმა დამსწრეებს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ სპეციალური პრეზენტაციების მეშვეობით უამბეს. HR hub არის ახალი სივრცე, სადაც გამოცდილი პროფესიონალები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ თავიანთ კოლეგებს. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფორმატი განსხვავებული და არასტანდარტულია, აქ მენტორები ყვებიან საკუთარ თავზე, კომპანიასა და წარმატებაზე. ამრიგად, ეს არ არის ჩვეულებრივი მოსაწყენი ლექცია, სემინარი ან კონფერენცია. ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს: 1. ნატა ჯავახიშვილმა - მაკდონალდსის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი თემა: "მაკდონალდსის თანამშრომელთ ა მოტივაციის სტრატეგია" 2. რუსუდან სანიკიძემ - ვისოლ ჯგუფი თემა: "როგორ შევაყვაროთ თანამშრომლებს კომპანია და საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ?" 3. დიანა ბურდულმა - JTI თემა: "როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია" ყველა პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველის ... დეტალები აქ: http://bit.ly/1kyD6hu

Read More

HR hub – ში ახალი წევრების მიღება, რეგისტრაცია დაიწყო!

სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შეიქმნა პირველი  სივრცე HR სპეციალისტებისთვის. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა. HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება. კლუბის შექმნის მიზანი HR  სპეციალისტებისთვის, ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა, გამოცდილების გაზიარებაა და HR პრაქტიკოსების დაკავშირებაა. HR hub - ში მენტორები საუბრობენ რეალურ ქეისებზე HR სფეროდან. HR hub- ის წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება და დისკუსია HR სფეროში აქტუალურ საკითხებზე. თუ გსურთ გახდეთ HR hub-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს: • ნამდვილად უნდა გაინტერესებდეთ ადამიანური რესურსების სფერო/მუშაობდეთ ამ მიმართულებით; • იყოთ მოტივირებულები შეცვალოთ HR გარემო საქართველოში და დანერგოთ სიახლეები; აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებსაც დავუკავშირდებით. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდება. HR hub – ში წევრების მიღება უფასოა. კლუბის პირველი ღონისძიება…

Read More

HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიება 21 ნოემბერს გაიმართება

21 ნოემბერს კლუბი HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო The Terrace უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell , Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. კლუბის რიგით მეორე ღონისძიება კი 25 სექტემბერს  სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ანი გოცირიძე – საკონსულტაციო კომპანია KPMG -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: კორპორატიული კულტურა. მარინა კუჭუხიძე – იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემა და მოდელები იუსტიციის სახლში. ეკატერინე ლომიძე – რედისონ ბლუ ივერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: Yes I can HR hub განაგრძობს HR სფეროში საინტერესო ღონისძიებების გამართვას და შემდგ შეხვედრას 21 ნოემბრისთვის აანონსებს. მოწვეული…

Read More

💙 2020 studentjob.ge