StudentJob.ge დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევებზე სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარებს ჩაატარებს. სტუდენტური დასაქმების პორტალი – StudentJob.ge სტუდენტებისთვის კარიერის დასაგეგმად და განსავითარებლად საჭირო უნარ – ჩვევების შესახებ 2 დღიან პრაქტიკულ ტრენინგს ჩაატარებს. ტრენინგზე განიხილება ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემა. სტუდენტები გაეცნობიან კარიერის დაგეგმვის სტრატეგიებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ტრენინგს გაუძღვება ცირა შანავა. ტრენინგი 23 და 24 დეკემბერს (12:00 – 15:45) კავკასიის საერთაშორისო უნივრისტეტში ჩატარდება, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentjob.ge
განაგრძეთ კითხვა
2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში იწყება პროექტი ,,სტარტი’’, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრის მოძიებას, გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას. 1თვის განმავლობაში 50 მონაწილე შეისწავლის 4 ძირითად მოდულს: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ეკონომიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები. ყოველი კვირის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, საბოლოო ქულები დაჯამდება და 10 საუკეთესო დაიკავებს პარტნიორი კომპანიების ვაკანტურ პოზიციებს. მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 ნოემბერი. ,,წარმატებული კარიერა იწყება აქ.’’ ტრენინგებს ჩაატარებენ : დავით კენჭაძე, გურამ შეროზია, ეკა ყიფიანი, ტარიელ ზივზივაძე, მარიამ ჭანტურია, ოთარ ქირია, დავიდ ჯიბლაძე, ფერიდე გიაშვილი, ლევან ილაშვილი, სულხან ლაცაბიძე, ლევან პაიჭაძე, ილო ღლონტი, ბორის კიკნაძე, დავიდ ხოსროშვილი, მაგდა ბობოხიძე, ნინო კვაშილავა... პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ლოპოტა, ქებული კლიმატი, Vible Solutions, ბინული, უნიქარდი, მოძრაობა kar.ge, iHub, Seed forum, HR hub… მხარდამჭერები: Beard bar, Generator 9.8. საკონტაქტო ინფორმაცია: StartAcademyGeorgia@gmail.com 598 820 899 579 504 477
განაგრძეთ კითხვა
HR hub- ის რიგით მესამე ღონისძიებაც წარმატებით ჩატარდა. #21ნოემბერი თოთოეული ღონისძიების ჩატარების შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ეს ღონისძიება საქართველოში HR სფეროს გავითარებისთვის. პროექტის მიზანიც სწორედ ეს არის. HR hub - ის ღონისძიებაზე სიტყვით 3 მენტორი გამოვიდა. თითოეულმა დამსწრეებს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ სპეციალური პრეზენტაციების მეშვეობით უამბეს. HR hub არის ახალი სივრცე, სადაც გამოცდილი პროფესიონალები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ თავიანთ კოლეგებს. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფორმატი განსხვავებული და არასტანდარტულია, აქ მენტორები ყვებიან საკუთარ თავზე, კომპანიასა და წარმატებაზე. ამრიგად, ეს არ არის ჩვეულებრივი მოსაწყენი ლექცია, სემინარი ან კონფერენცია. ღონისძიებაზე პრეზენტაციები წარადგინეს: 1. ნატა ჯავახიშვილმა - მაკდონალდსის ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი თემა: "მაკდონალდსის თანამშრომელთ ა მოტივაციის სტრატეგია" 2. რუსუდან სანიკიძემ - ვისოლ ჯგუფი თემა: "როგორ შევაყვაროთ თანამშრომლებს კომპანია და საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ?" 3. დიანა ბურდულმა - JTI თემა: "როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია" ყველა პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიება გველის ... დეტალები აქ: http://bit.ly/1kyD6hu
განაგრძეთ კითხვა
სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შეიქმნა პირველი სივრცე HR სპეციალისტებისთვის. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა. HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება. კლუბის შექმნის მიზანი HR სპეციალისტებისთვის, ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა, გამოცდილების გაზიარებაა და HR პრაქტიკოსების დაკავშირებაა. HR hub - ში მენტორები საუბრობენ რეალურ ქეისებზე HR სფეროდან. HR hub- ის წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება და დისკუსია HR სფეროში აქტუალურ საკითხებზე. თუ გსურთ გახდეთ HR hub-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს: • ნამდვილად უნდა გაინტერესებდეთ ადამიანური რესურსების სფერო/მუშაობდეთ ამ მიმართულებით; • იყოთ მოტივირებულები შეცვალოთ HR გარემო საქართველოში და დანერგოთ სიახლეები; აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებსაც დავუკავშირდებით. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდება. HR hub – ში წევრების მიღება უფასოა. კლუბის პირველი ღონისძიება…
განაგრძეთ კითხვა
21 ნოემბერს კლუბი HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო The Terrace უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell , Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. კლუბის რიგით მეორე ღონისძიება კი 25 სექტემბერს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ანი გოცირიძე – საკონსულტაციო კომპანია KPMG -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: კორპორატიული კულტურა. მარინა კუჭუხიძე – იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემა და მოდელები იუსტიციის სახლში. ეკატერინე ლომიძე – რედისონ ბლუ ივერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: Yes I can HR hub განაგრძობს HR სფეროში საინტერესო ღონისძიებების გამართვას და შემდგ შეხვედრას 21 ნოემბრისთვის აანონსებს. მოწვეული…
განაგრძეთ კითხვა
21 ნოემბერს კლუბი HR hub - ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მესამე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო The Terrace უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub - ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება გამოცდილებისა და კრეატიული იდეების გაზიარება. კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell , Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. კლუბის მეორე ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ანი გოცირიძე - საკონსულტაციო კომპანია KPMG - ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მარინა კუჭუხიძე - იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკა ლომიძე - რედისონ ბლუ იბერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. HR hub განაგრძობს HR სფეროში საინტერესო ღონისძიებების გამართვას და შემდგ შეხვედრას 21 ნოემბრისთვის აანონსებს. შეხვედრა გაიმართება 21 სექტემბერს 11:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
განაგრძეთ კითხვა
INNOVATIONS LAB სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა და მიზნად ინოვაციური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის წახალისებას ისახავს. თქვენ სხვადასხვა ფაკულტეტებზე, სხვადასხვა მიმართულებით სწავლობთ, მაგრამ ყოველი თქვენგანი სარგებლობს საბანკო მომსახურებით, იცნობს სოციალურ ქსელებს თუ სხვადასხვა აპლიკაციებს. ხშირად ისმენთ და კითხულობთ ბანკების აქციებისა და სხვადასხვა შეთავაზების შესახებ, გაინტერესებთ, თუ რა პროცესების შედეგად იქმნება საბანკო პროდუქტები და ყალიბდება კონკრეტულ შეთავაზებად. „ბანკი რესპუბლიკა“ გიწვევთ ორდღიან „ბრეინშტორმინგზე“ ტრენინგცენტრში. შეხვედრას გაუძღვებიან მოდერატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ თითოეული მონაწილის მიერ თავის სათანადოდ წარმოჩენას. შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა საჩუქარი და სერტიფიკატი. გამორჩეული იდეების ავტორები კი დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით: ✔ MacBook Air ✔ Nexus 6 ✔ Amazon Kindle Paperwhite დაინტერესდით? გთხოვთ, 31 ოქტომბრამდე შეავსოთ აპლიკაციის შემდეგი ფორმა: ✔ http://bit.ly/1QSugWx ჩვენ გავეცნობით თქვენს განაცხადს და დაგიკავშირდებით. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს. კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: Info@republic.ge
განაგრძეთ კითხვა
HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება 25 სექტემბერს გაიმართა სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. ამ ღონისძიებაზე გვყავდა სამი მენტორი: ანი გოცირიძე – საკონსულტაციო კომპანია KPMG -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: კორპორატიული კულტურა. მარინა კუჭუხიძე – იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემა და მოდელები იუსტიციის სახლში ეკა ლომიძე – რედისონ ბლუ ივერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: Yes I can შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ HR hub-ის პირველი ღონისძიებაზე 9 ივლისს ჩატარდა და გვყავდა სამი მენტორი: 1.მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის Google – ს HR დეპარტამენტის წარმომადგენელი, რეკრუიტერი – რებეკა ო ფარელი მის კოლეგასთან Anam Akhtar – თან ერთად, ისინი ვიდეო ზარით ჩაგვერთვნენ გუგლის დუბლინის ოფისიდან http://goo.gl/ur9b1Y 2. საკონსულტაციო კომპანია Insource -ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართვის აკადემიის ლექტორი – მედეა ტაბატაძე. http://goo.gl/JgD8rS HR hub – ის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. მომავალ შეხვედრამდე!
განაგრძეთ კითხვა
StudentJob.ge - ის ორგანიზებით 28 სექტემბერს დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესახებ სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარი ჩატარდა. ტრენინგის სახელწოდებაა: "როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას". ტრენინგზე სტუდენტებმა გაიარეს ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემა. სტუდენტები გაეცნენ კარიერის დაგეგმვის სტრატეგიებს და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტრენინგს გაუძღვა ანი გაგუა, რომელსაც HR სფეროში 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ტრენინგი 28 სექტემბერს (11:00 – 19:00) თავისუფალ უნივრისტეტში ჩატარდეა, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია. დიდ მადლობას ვუხდით ტრენინგის მხარდაჭერებს. მსგავსი ტიპის ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება და ყველა მსურველი შეძლებს მასზე დასწრებას.
განაგრძეთ კითხვა
StudentJob.ge დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარებს ჩაატარებს. სტუდენტური დასაქმების პორტალი - StudentJob.ge სტუდენტებისთვის კარიერის დასაგეგმად და განსავითარებლად საჭირო უნარ - ჩვევების შესახებ 2 დღიან პრაქტიკულ ტრენინგს ჩაატარებს. ტრენინგზე განიხილება ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემა. სტუდენტები გაეცნობიან კარიერის დაგეგმვის სტრატეგიებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ტრენინგს გაუძღვება ანი გაგუა, რომელსაც HR სფეროში 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ტრენინგზე/სემინარზე დასწრება შეუძლიათ მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრაციას სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით გაივლიან. ადგილები შეზღუდულია და ამჯერად მხოლოდ 20 სტუდენტი შეძლებს ტრენინგზე დასწრებას. ტრენინგი 28 და 29 სექტემბერს (11:00 – 19:00) თავისუფალ უნივრისტეტში ჩატარდება, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია. ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გადადით აქ: https://goo.gl/OXpuCB რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentjob.ge
განაგრძეთ კითხვა