Blog Archives: ani

Studentjob.ge – საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმზე

www.studentjob.ge-ის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში. ფორუმზე წარმოდგენილი იყო ჩვენი სტენდი და ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ მიეღოთ ინფორმაცია studentjob.ge-სა და ჩვენი პროექტების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება იყო. ასევე გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა „ღია სივრცის" მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს ჰქონდა. საგამოფენო სივრცეში მოეწყო studentjob.ge-ის ახალგაზრდული დასაქმების პროგრამების პრეზენტაცია, საინფორმაციო ბეჭდური მასალების გამოფენა. სამუშაო ფორმატი ასევე მოიცავდა პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა. ფორუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ. მათ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხეს. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმი საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონში გაიმართა.  

Read More

2017 წლის, 24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება

2017 წლის, 24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დასაქმების პორტალი studentjob.ge  გიწვევთ დასაქმების ფორუმში მონაწილეობისთვის. ფორუმი ჩატარდება  11:00-დან 14:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის 101 აუდიტორიაში. ფორუმზე თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება, მოაწყოს საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. ეს არის  უნიკალური შესაძლებლობა დამსაქმებლებისთვის, ჰქონდეთ კომუნიკაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და გაავრცელონ მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იმ მაძიებელთა შორის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მათ კომპანიაში კარიერის შექმნითა თუ განვითარებით. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა (გადადით ბმულზე: http://su0.ru/MK10 ) . აპლიკაციების გამოგზავნის საბოლოო ვადაა 5 მაისი. სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის კი საინტერესო შესაძლებლობაა ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია დამსაქმებლებთან. ფორუმზე დასაქმების მსურველებს, სტუდენტებსა და ახლად კურსდამთავრებულებს 11:00-დან 14:00 საათამდე შეეძლებათ, დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარი რეზიუმე/CV მიაწოდონ და გაესაუბრონ. გისურვებთ წარმატებას ! დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მისამართი: ჩარგლის ქ. 73, თბილისი, 0141, საქართველო ტელ.: (+995 32) 261 12 98 (შიდა 109) მობ.: +(995) 599 800 299 E-mail: career@ciu.edu.ge Web: www.ciu.edu.ge S. Media: www.facebook.com/CIUniversity www.facebook.com/ciu115career

Read More

გაზაფხულის ღონისძიება HR hub-ში – 8 აპრილი

 8 აპრილს  HR hub – ის გაზაფხულის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას "Georgios Ranch" უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.   მოწვეული მენტორები იქნებიან:   1. ხათუნა ჩხაიძე - EFES საქართველო, სს  ლომისი HR დირექტორი თემა: Performance Managemen-შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა და მისი გავლენა ხელფასებსა და ბონუსებზე   2. მალხაზ სხირტლაძე - კომპანია HT Solutions -ის დირექტორი თემა: თანამედროვე ტექნოლოგიები HR-ში   3. იგორ სმოლიანკინი - IT ექსპერტი და სპიკერი თემა: Smart Technologies for a Smarter HR-ში   HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართება 8 აპრილს 12:00, თბილისთან ახლოს, "Georgios Ranch"-ში. HR hub-ის გაზაფხულის ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია HT Solutions. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის! გელოდებით!  

Read More

გაზაფხულის ღონისძიება HR hub-ში – 8 აპრილი

8 აპრილს  HR hub – ის გაზაფხულის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას "Georgios Ranch" უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.   მოწვეული მენტორები იქნებიან:   1. ხათუნა ჩხაიძე - EFES საქართველო, სს  ლომისი HR დირექტორი თემა: Performance Managemen-შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა და მისი გავლენა ხელფასებსა და ბონუსებზე   2. მალხაზ სხირტლაძე - კომპანია HT Solutions -ის დირექტორი თემა: თანამედროვე ტექნოლოგიები HR-ში   3. იგორ სმოლიანკინი - IT ექსპერტი და სპიკერი თემა: Smart Technologies for a Smarter HR-ში   HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართება 8 აპრილს 12:00, თბილისთან ახლოს, "Georgios Ranch"-ში. HR hub-ის გაზაფხულის ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია HT Solutions. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის! გელოდებით!  

Read More

JTI – კარიერის განვითარების პროგრამა ახალგაზრდებისთვის – MORE

JTI (Japan Tobacco International) - არის თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. JTI ბოლო ათწლეულის მანძილზე სწრაფად იზრდება და ვითარდება. მის პორტფოლიოშია შემდეგი ბრენდები: Sobranie, Winston, Camel, Winchester, და LD. კომპანიისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.jti.com კომპანიის თანამშრომელთა შრომითი პირობების შეფასების შედეგად კომპანია JTI-ს მიენიჭა სტატუსი: საუკეთესო დამსაქმებელი საქართველოში, ევროპაში და აზიისა და წყნარი ოკეანის აუზში 2014, 2015, 2016 და 2017. საქართველოში JTI-ის წარმომადგენლობა 2000 წელს გაიხსნა. 2011 წელს საქართველოს ოფისს ამიერკავკასიის სათავო ოფისის სტატუსი მიენიჭა. თბილისის რეგიონული ოფისი მართავს საქმიანობას კავკასიის სამივე ქვეყანაში. აქ  11 ეროვნების ორას ოცზე მეტი თანამშრომელი დასაქმებული. JTI-ში დასაქმებულია ასზე მეტი ეროვნების  26 000-მდე თანამშრომელი. მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს JTI-ის  365 ოფისი. კომპანია ფლობს 25 ქარხანას და 8 კვლევით ცენტრს. JTI თამბაქოს სფეროში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და გამოცდილი კომპანიაა.  აქ განსაკუთრებული გარემო, ბაზრისა და ბრენდების ნაირსახეობა და ადამიანების მართვის განსაკუთრებული სტილია. JTI-ის მენეჯმენტი მუდმივად ცდილობს, უზრუნველყოს თითოეული თანამშრომლის ჩართულობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მისცეს თანამშრომლებს საკუთარი აზრის გამოთქმისა და ახალი ინიციატივების განხორციელების…

Read More

საქართველოში მასშტაბური და ინოვაციური HR ღონისძიება გაიმართა

HR hub – ის ორგანიზებით, 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება - HR Reborn 2017  ტექნოპარკში გაიმართა. ორ დღიან ტრენინგს საერთაშორისო სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი Chris Perks და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი Pete Jenkins უძღვებოდნენ. Chris Perks მუშაობდა ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Google, Pepsi, L'Oréal, Nestle, Carlsberg, Experian და ბევრი სხვა.  ღონისძიებაზე საუბარი იყო: მინიმალური დანახარჯებით, სოციალური მედიის გამოყენებით, თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. ასევე  თანამშრომლების ჩართულობასა დამოტივაციაში Gamification-ის როლზე. ღონისძიება განკუთვნილი იყო HR მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და ზოგადად მათთვის, ვისაც HR სფერო აინტერესებს. ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი. მსგავსი მასშტაბის და შინაარსის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიებას 150-მდე HR სპეციალისტი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც დაესწრნენ. HR hub -ის გუნდი მადლობას უხდის პარტნიორებსა და ყველა მონაწილეს. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად შექმენით HR Reborn 2017 ! HR Reborn – ის მხარდამჭერები იყვნენ: ჯეოსელი, იმედი L, პაშა ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მედიპარტნიორები: ტელეკომპანია იმედი, რადიო იმედი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, საქმიანიდილა, ბიზნესკონტრაქტიდა Marketer.ge. HR Reborn პირველად ჩატარდა და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება.  

Read More

HR hub, HR Reborn-ზე დასწრების ყველა მსურველს გადახდის ახალ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს.

HR hub, HR Reborn-ზე დასწრების  ყველა მსურველს გადახდის ახალ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს. ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიების ჯეოსელის, იმედი L-ისა და პაშა ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ბილეთის ღირებულების 500 ევროს   3 ნაწილად გადახდა: I ნაწილი 100 € - 25 თებერვლამდე II ნაწილი 200 € - 25 მარტამდე III ნაწილი 200 € - 25 აპრილამდე   HR hub HR Reborn-ის მხარდამჭერებთან ერთად ზრუნავს იმაზე, რომ ყველა მსურველს მისცეს შესაძლებლობა დაესწროს კავკასიაში ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ HR ღონისძიებას. დეტალები აქ:  https://goo.gl/Go0FJe იჩქარეთ, დაიკავეთ თქვენი ადგილი HR Reborn-ზე! ბილეთების შესაძენად მოგვწერეთ: HRhubgeorgia@gmail.com

Read More

„HR Reborn – ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება საქართველოში“ – თინათინ ბონი

1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება.   ჯეოსელი იყო პირველი კომპანია, რომელმაც სურვილი გამოთქვა HR Reborn-ის მხარდამჭერი ყოფილიყო. “ჯეოსელი ბიზნესისთვის B4B“ -ეს არის…

Read More

HRhub კონკურსს “მე მინდა HRReborn-ზე” აცხადებს

1-2 მარტს თბილისში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება გაიმართება. HR hub აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „#მემინდაHRReborn-ზე“. მონაწილეობის მისაღებად: გადაიღეთ სელფი ჰეშთეგით: „#მემინდაHRReborn-ზე“,…

Read More

HRhub კონკურსს “მე მინდა HRReborn-ზე” აცხადებს

1-2 მარტს თბილისში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება გაიმართება. HR hub აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „#მემინდაHRReborn-ზე“. მონაწილეობის მისაღებად: გადაიღეთ სელფი ჰეშთეგით: „#მემინდაHRReborn-ზე“, ატვირთეთ თქენს FB გვერდზე (Public) – მიუთითეთ ეს ლინკი: https://goo.gl/Go0FJe E-Mail-ზე: HRreborngeorgia@gmail.com გამოგვიგზავნეთ ატვირთული სელფის ლინკი   მიიღეთ მონაწილეობა კონკუსში და მოიგეთ HR Reborn-ზე დასასწრები 500 ევროიანი ბილეთი! გამარჯებული იქნება FB იუზერი, რომლის სელფსაც ყველაზე მეტი გაზიარება ექნება. კონკურსი დასრულდება 23 თებერვალს 00:00. გამარჯებული გამოვლინდება 25 თებერვალს და გადაეცემა HR Reborn-ზე დასასწრები ბილეთი. გისურვებთ წარმატებას!        

Read More

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge