Blog Archives: ani

ეკა ლომიძე: „რასაც თანამშრომელს პირდები, უნდა გაუკეთო“

HRM – ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური რუბრიკა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული და პროფესიონალი HR სპეციალისტები. HRM სწორედ ამისთვის შეიქმნა. ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარი - ეკა ლომიძეა, რომელიც უკვე 7 წელია “რედისონ ბლუ ივერია”-ს HR დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ეკა პროფესიით ფსიქოლოგია, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რის შემდეგაც სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა. საქართველოში ამერიკიდან დაბრუნებულმა HR-ის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. HR hub გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ეკა ლომიძესთან. რატომ გადაწყვიტეთ ადამიანური რესურსების მიმართულებას გაყოლოდით? სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში. მე როდესაც ჩამოვედი ამერიკიდან, მაშინ „მაგთიკომი“ იხსნებოდა და შევიტანე განაცხადი. სწორედ მისმა დირექტორმა მიბიძგა ამ სფეროსკენ. მე უფრო ფსიქოლოგიური მიმართულებით მინდოდა მუშაობა. პროფესიული თვალსაზრისით რა მოგცათ ამერიკაში გატარებულმა წლებმა? ძალიან ბევრი რამ მომცა. ხედვა მომცა სხვა. საქართველოში, ჩემს პროფესიაში საკმაოდ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა მივიღე. იქ უბრალოდ მასწავლიდნენ პრაქტიკაში როგორ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. საზღვარგარეთ როცა მიდიხარ, ხედვა გეცვლება საერთოდ. დავინახე რომ სამყარო დიდია, ბევრი ადამიანია, რაღაცნაირად…

Read More

თინათინ ბონი – ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

19 მარტს HR hub - ის რიგით მეხუთე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub - ში გვეყოლება ორი მენტორი, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი ... მაშ ასე, გაიცანით HR hub - ის მეხუთე ღონისძიების მეორე მენტორი: თინათინ ბონი თინათინი ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მუშაობდა PepsiCo International - სა და EFES - შიც. არის სერტიფიცირებული ტრენერი (PepsiCo certified trainer of “First Time Manager” and “Coaching Manager” programs). თემა: "დამსაქმებლის ბრენდინგი" თემის მოკლე აღწერა - თინათინ ბონი ისაუბრებს საკითხებზე როგორიცაა: რა არის დამსაქმებლის ბრენდინგი და რა როლი აქვს ამაში HR მენეჯერს? როგორ იგეგმება ბრენდინგისთბის საჭირო ხარჯები წლიური გეგმის შექმნის დროს და როგორ ვითვლით ამონაგებს ინვესტიციიდან? აქვს თუ არა დამსაქმებლის ბრენდინგს გავლენა ფსიქოლოგიურ კონტრაქტზე? ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის.  

Read More

www.studentjob.ge – ის ახალი პროექტი “ჩემი პროფესია პრაქტიკაში ” იწყება!

შეხვდი შენი სფეროს წარმატებულ პრაქტიკოსებს! Studentjob.ge-ის ინიციატივით და ლიტერატურული კაფე „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ მხარდაჭერით, ახალი პროექტი იწყება! პროექტის ფარგლებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მისი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს. შეხვედრები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ირგვლივ ეტაპობრივად გაიმართება. გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ! აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება. შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი. ღონისძიების ჩატარების ადგილი: ბახტრიონის 11ბ („წიგნის სახლი ბახტრიონზე“) რესიგრატციისთვის გადადით აქ: https://goo.gl/KK7MhN

Read More

StudentJob.ge – ის ორანიზებით ჩატარდა ტრენინგი “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”

StudentJob.ge განაგრძობს სტუდენტებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზებას. პორტალი აკავშირებს სტუდენტებს დამსაქმებლებთან. ვებ-გვერდზე სწორედ სუდენტებზე და ახლადკურსდამთავრებულბზე მორგებული ვაკანსიები ქვეყნდება. გარდა ამისა, StudentJob.ge სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს კარიერის დაგეგმვასა და განვითარებისთვის. StudentJob.ge – ის ორგანიზებით 23 და 24 დეკემბერს დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესახებ სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარი ჩატარდა. ტრენინგის სახელწოდებაა: “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”. ტრენინგზე სტუდენტებმა გაიარეს ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური  პასუხების გაცემა. სტუდენტები გაეცნენ კარიერის დაგეგმვის  სტრატეგიებს და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტრენინგს გაუძღვა ცირა შანავა. ტრენინგი 23 და 24 დეკემბერს  (12:00 – 15:45) კავკასიის საერთაშორისო უნივრისტეტში ჩატარდა. ტრენინგი “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას” უკვე მეორედ გაიმართა. პირველ ტრენინგს თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. დიდ მადლობას ვუხდით ტრენინგის მხარდაჭერებს. პროექტი ძალიან წარმატებულია და  მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა უნივერსიტეტში.

Read More

9 ივლისს HR hub – ის პირველი ღონისძიება გაიმართა

HR hub – ის პირველი ღონისძიება 9 ივლისს გაიმართა სასტუმრო “ტერასაში” , რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. HR hub-ის პირველი ღონისძიებაზე გვყავდა სამი  მენტორი: 1.მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის Google – ს HR დეპარტამენტის წარმომადგენელი, რეკრუიტერი – რებეკა ო ფარელი მის კოლეგასთან Anam Akhtar - თან ერთად, ისინი ვიდეო ზარით ჩაგვერთვნენ გუგლის დუბლინის ოფისიდან http://goo.gl/ur9b1Y 2. საკონსულტაციო კომპანია Insource -ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართვის აკადემიის ლექტორი – მედეა ტაბატაძე. http://goo.gl/JgD8rS HR hub - ის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.  

Read More

studentjob.ge ქუთაისში დასაქმების ფორუმზეა მიწვეული

ქუთაისში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდჭერით, 10 ივლისს დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ფორუმის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა. ,,დასაქმების ფორუმი" აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში 12:00-18:00 სთ-ზე გაიმართება. studentjob.ge სიამვნებით ჩაერთო ამ ფორუში. ჩვენი მიზანია გავუმარტივოთ და დავეხმაროთ სტუდენტებს იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის, ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში მოქმედი მსხვილი და საშუალო კომპანიები. ფორუმი ტარდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

Read More

HR hub – ში Google – დან ორი მენტორი გვყავს

მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის HR დეპარტამენტის წარმომადგენელები Rebecca O'Farrell და Anam Akhtar  HR hub – ის მენტორები არიან და ვიდეო ზარით ჩაგვერთვებიან გუგლის დუბლინის ოფისიდან.  ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივლისს 19:00 სასტურო “ტერასაში” გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან. ისინი მოისმენენ მასტერ – კლასს, მიიღებენ რჩევებს და დასვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. კლუბის წევრები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით Google -ში მიმდნარე პროცესებს, კერძოდ კი რეკრუიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს, დამწყებ პრაქტიკოსებს და ამ სფეროში უკვე გამოცდილ HR მნეჯერებს  საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. საპრეზენტაციო თემა: როგორ ხდება თანამშრომელთა შერჩევა და რა პირობებს უქმნის „Google” თანამშრომლებს – ახალგაზრდების საოცნებო სამსახური … შეგახსენებთ, რომ  HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. #HRhubGeorgia

Read More

HR hub – ის მენტორი Google – ის მენეჯერი – Anam Akhtar

მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის HR დეპარტამენტის წარმომადგენელი Anam Akhtar  HR hub – ის მენტორია და ვიდეო ზარით ჩაგვერთვება გუგლის დუბლინის ოფისიდან. Anam Akhtar მეორე მენტორია Google -ის HR დეპარტამენტიდან. ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივლისს 19:00 სასტურო “ტერასაში” გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან. ისინი მოისმენენ მასტერ – კლასს, მიიღებენ რჩევებს და დასვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. კლუბის წევრები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით Google -ში მიმდნარე პროცესებს, კერძოდ კი რეკრუიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს, დამწყებ პრაქტიკოსებს და ამ სფეროში უკვე გამოცდილ HR მნეჯერებს  საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. საპრეზენტაციო თემა: როგორ ხდება თანამშრომელთა შერჩევა და რა პირობებს უქმნის „Google” თანამშრომლებს – ახალგაზრდების საოცნებო სამსახური … შეგახსენებთ, რომ  HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. #HRhubGeorgia  

Read More

HR hub – ის პირველი ღონისძიება 9 ივლისს გაიმართება

HR hub – ის პირველი ღონისძიება 9 ივლისს გაიმართება. კრეატიულად მოაზროვნე, წარმატებული, გამოცდილი HR პროფესიონალები და ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები, სტუდენტები HR hub - ში ერთანდებიან. ‪#‎HRhubGeorgia‬ სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შეიქმნა HR hub, პირველი HR სივრცე ახალგაზრდებისთვის. კლუბის ფარგლებში წევრებისთვის პერიოდულად შეხედრები გაიმართება, რომლებზეც მოწვეული გვეყოლება HR სფეროში წარმატებული პრაქტიკოსები, მენტორები. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. HR hub-ის პირველი ღონისძიება ჩატარდება 9 ივლისს და გვეყოლება მენტორები: 1.მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის Google – ს HR დეპარტამენტის წარმომადგენელი, რეკრუიტერი – რებეკა ო ფარელი, რომელიც ვიდეო ზარით ჩაგვერთვება http://goo.gl/ur9b1Y 2. საკონსულტაციო კომპანია Insource -ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართვის აკადემიის ლექტორი - მედეა ტაბატაძე. http://goo.gl/JgD8rS შეხვედრა გაიმართება 9 ივლისს 19:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.

Read More

მედეა ტაბატაძე HR hub – ის პირველი ღონისძიების მენტორია

  საკონსულტაციო კომპანია Insource -ის მმართველი პარტნიორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და მართვის აკადემიის ლექტორი - მედეა ტაბატაძე HR hub – ის პირველი ღონისძიების მენტორია. თემა: HR მენეჯერის გამოწვევები 21-ე საუკუნეში ... ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივლისს 19:00 სასტურო "ტერასაში" გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან.  HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს, დამწყებ პრაქტიკოსებს და ამ სფეროში უკვე გამოცდილ HR მნეჯერებს  საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეგახსენებთ, რომ  HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. #HRhubGeorgia  www.insource.ge http://goo.gl/ur9b1Y

Read More

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge