მოგესალმებით,
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: პალიტრა მედია ჰოლდინგი
კომპანიის შესახებ
ჩვენი მისიაა ქართული საზოგადოების ყველა ასაკისა და სოც. ფენის წარმომადგენელს მივაწოდოთ ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაცია. მივცეთ პოლიტიკური, ბიზნეს, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და გასართობი ინფორმაციის მიღების მრავალფეროვანი შესაძლებლობა: ბეჭდვითი, ინტერნეტ, რადიო და სატელევიზიო მედიისა და საგამომცემლო საქმიანობის გამოყენებით.
ვაკანტური პოზიციები:
დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.