საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი ტარდება

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომელთა ნახვაც კანდიდატებს ამ ლინკსა shorturl.at/jkvL6 და www.Studentjob.ge-ზე შეუძლიათ. დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს.

დასასრულს კი, მსმენელებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდება საინტერესო მასტერკლასები თემაზე:

  • როგორ გარდავქმნათ შესაძლებლობად სამსახურის ძიების პროცესში მიღებული იმედგაცრუება – სპიკერი: ზურა მხეიძე ფსიქოლოგი –  27 თებერვალი 18:00 სთ.
  • როგორ მოვახდინოთ დამსაქმებელზე შთაბეჭდილება – სპიკერი: მედეა ტაბატაძე HR კონსულტანტი – 1 მარტი 15:00 სთ;
  • როგორ უნდა გამოიყურებოდეს კარგი რეზიუმე, რჩევები HR მენეჯერისგან  SS.ge /Jobs – 1 მარტი 18:00სთ.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით ლიკზე:  https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8

დარეგისტრირების შემდეგ, კომპანიის ონლაინ სესიის წინ, მონაწილეები SMS შეტყობინების სახით მიიღებენ Zoom – ის  ლინკს, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ მოხვდებიან მათ მიერ წინასწარ შერჩეული დამსაქმებლების სესიებზე.

ონლაინ ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:

  • გაიცნოთ კომპანია და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს ნებისმიერი ადგილიდან;
  • დასვათთქვენთის საინტერესო კითხვები;
  • სახლიდან გაუსვლელად იპოვოთ სამსახური.

ფესტივალის მხარდამჭერია SS.ge/jobs – ეს არის დასაქმების პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სასურველი ვაკანსიებისა და რეზიუმეების პოვნის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს. პლატფორმის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ დამსაქმებელს, სრულიად უფასოდ, საშუალებას აძლევს აარჩიოს სასურველი კადრი ვებ გვერდზე არსებული ბაზიდან. ასევე, ცალკეა გამოყოფილი სტუდენტური რეზიუმეების განთავსების ფუნქცია, რისთვისაც სპეციალურად დაემატა რეზიუმეს შექმნის ხელსაწყო.

SS.ge/jobs-ის გამოყენებით, სამუშაოს მაძიებელს, შეუძლია გამოიწეროს მისთვის საინტერესო დასაქმების სფეროები და პროფესიები, რა შემთხვევაშიც, სასურველი ვაკანსიის დამატებისას იგი მიიღებს შეტყობინებას ელ-ფოსტაზე.

აღსანიშნავია, რომ „სიტყვა და საქმე“ 1997 წლიდან აკავშირებდა სამუშაოს მაძიებლებსა და დამსქამებლებს. დასაქმების ბაზრის განვითარება, დღეს SS.ge-ს ერთ-ერთი მთავარი, პრიორიტეტია. მიმდინარე ეტაპზე, საიტს 40.000-მდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, ყოველდღიურად.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან ასევე: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, GoandGrowGrant Thornton Georgia და რადიო იმედი. 

« »
💙 2021 studentjob.ge