HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიება 21 ნოემბერს გაიმართება

21 ნოემბერს კლუბი HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო The Terrace უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell , Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე.

კლუბის რიგით მეორე ღონისძიება კი 25 სექტემბერს  სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ანი გოცირიძე – საკონსულტაციო კომპანია KPMG -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: კორპორატიული კულტურა. მარინა კუჭუხიძე – იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემა და მოდელები იუსტიციის სახლში. ეკატერინე ლომიძე – რედისონ ბლუ ივერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: Yes I can

HR hub განაგრძობს HR სფეროში საინტერესო ღონისძიებების გამართვას და შემდგ შეხვედრას 21 ნოემბრისთვის აანონსებს.

მოწვეული მენტორები იქნებიან:

  1. ნატა ჯავახიშვილი – მაკდონალდსის ადამიანური რესურსების მარტვის დირექტორი. თემა: “მაკდონალდსის თანამშრომელთა მოტივაციის სტრატეგია”
  2. რუსუდან სანკიძე – ვისოლ ჯგუფის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “როგორ შევაყვაროთ თანამშრომლებს კომპანია და საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ?”
  3. დიანა ბურდული – JTI HR მენეჯერი თემა: “როგორ გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია”

შეხვედრა გაიმართება 21 ნოემბერს  11:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge