30 მაისს, ტიფლის ბიზნეს თაუერში “Startup მარანის” ღონისძიება გაიმართა! ივენთზე studentjob.ge – ც იყო მიწვეული.
“Startup მარანის” საუკეთესო სივრცეა დამწყები მეწარმეებისა (მათ შორის სტუდენტების) და ინვესტორების შესახვედრად.
თუ თქვენ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს – იდეა ან, უბრალოდ, ბიზნესის დაწყების სურვილი, მაშინ პროექტი „Startup მარანი“ თქვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა აქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად.
ღონიძიება ყოველ 3 თვეში ერთხელ ტარდება და გულისხმობს დამწყები მეწარმეების ინვესტორებთან შეხვედრას დახურულ ფორმატში. ინვესტორებთან წარდგენამდე იდეები გადის 3-4 კვირიან მოსამზადებელ ეტაპს, როცა პროექტის ფარგლებში მენტორები ინდივიდუალურ კონსულაციებს უწევენ მონაწილეებს.
საინტერესო იყო ორგანიზატორების ხედვა და შექმნილი სიტუაცია ღონისძიებაზე, სადაც დამწყებმა მეწარმეებმა ინვესტორებს საკუთარი ბიზნეს იდეები წარუდგინეს. ღონისძიების შემდეგ მონაწილეებს დრო ნეთვორქინგისთვისაც ქონდათ და მოლაპარაკებებიც გაიმართა.