Monthly Archives: May 2015

studentjob.ge “Startup მარანის” ღონისძიებაზე

30 მაისს, ტიფლის ბიზნეს თაუერში  "Startup მარანის" ღონისძიება გაიმართა! ივენთზე studentjob.ge - ც იყო მიწვეული. "Startup მარანის" საუკეთესო სივრცეა დამწყები მეწარმეებისა (მათ შორის სტუდენტების) და ინვესტორების შესახვედრად. თუ თქვენ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს - იდეა ან, უბრალოდ, ბიზნესის დაწყების სურვილი, მაშინ პროექტი „Startup მარანი“ თქვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა აქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად. ღონიძიება ყოველ 3 თვეში ერთხელ ტარდება და გულისხმობს დამწყები მეწარმეების ინვესტორებთან შეხვედრას დახურულ ფორმატში. ინვესტორებთან წარდგენამდე იდეები გადის 3-4 კვირიან მოსამზადებელ ეტაპს, როცა პროექტის ფარგლებში მენტორები ინდივიდუალურ კონსულაციებს უწევენ მონაწილეებს. საინტერესო იყო ორგანიზატორების ხედვა და შექმნილი სიტუაცია ღონისძიებაზე, სადაც  დამწყებმა მეწარმეებმა ინვესტორებს საკუთარი ბიზნეს იდეები წარუდგინეს. ღონისძიების შემდეგ მონაწილეებს დრო ნეთვორქინგისთვისაც ქონდათ და მოლაპარაკებებიც გაიმართა.  

Read More

HR hub – ში წევრების პირველი ნაკადი მიღებულია

ყველას მადლობას გიხდით  აქტიურობისთვის ჩვენი  გუნდის სახელით მადლობას გიხდით პროექტისადმი ასეთი მაღალი   ინტერესის გამოხატვისთვის. შეგახსენებთ, რომ HR hub - ში მოხვედრის       ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და    წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება. პირველი ნაკადის აპლიკაციების მიღება  დასრულდა 20 მაისს (http://goo.gl/5viIIO). პირველი ღონისძიების დეტალები  დახურულ ჯგუფში დაანონსდება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ პროექტის მხარდაჭერისთვის პროექტი HR hub სტუდენტური დასაქმების პორტალის www.studentjob.ge – ის ორგანიზებულია. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა ბიზნეს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან, HR მენეჯერებთნ  და სტუდენტებთან, შესაბამისად, ვიცით მათ რა სჭირდებათ.  იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. HR hub აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც HR სფეროში სწავლა და განვითარება სურთ. HR hub - ის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებს ქართველი და უცხოეული მენტორები გაუძღვებიან.  რა არის კლუბის მიზანი? კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოში HR სფერო არც თუ ისე განვითარებულია. კომპანიები ხშირად აცხადებენ ამ მიმართულებით ვაკანსიებს, თუმცა შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უჭირთ. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების…

Read More

19 მაისს Google – ის მენეჯერებს ვხვდბით!

შემოგვიერთდით და გაიგეთ გუგლის თანამშრომლებისგან როგორ შეიქმნათ წარმატებული კარიერა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში - როგორ გამოვიყენოთ უნივერსიტეტის გამოცდილება საუკეთესოდ, როგორ მოამზადოთ თქვენი CV, როგორ მიიღოთ პრაქტიკა გუგლში და როგორია გუგლის ინჟინრობა. გუგლი არის და ყოველთვის იქნება საინჟინრო კომპანია. გუგლში მუშაობს ფართო ტექნიკური უნარების მქონე ხალხი, რომელიც მზადაა შეეჭიდოს ტექნოლოგიების უდიდეს გამოწვევებს და გავლენა მოახდინოს მილიონ და შესაძლოა მილიარდ მომხმარებელზე. გუგლის ინჟინრები არამხოლოდ ძიების რევოლუციურ გარდაქმნას აკეთებენ, ისინი ყოველდღიურად მუშაობენ მასიური და მასშტაბური ინფორმაციის შენახვის გადაწყვეტებზე, დიდმასშტაბიან აპლიკაციებზე და სრულიად ახალ პლატფორმებზე მთელი მსოფლიოს პროგრამისტებისთვის. ADWords-ებიდან Chrome-მდე, ანდროიდიდან იუთუბამდე, სოციალურიდან ქსელებიდან ადგილობრივ თემებამდე, თავიანთი ახალ-ახალი ტექნოლოგიური მიღწევებით გუგლის ინჟინრები მსოფლიოს ცვლიან. მოდი კამპუსში 19-ში 5-ზე, Google Room-ში და მოუსმინე გუგლის მენეჯერებს! დეტალები იხილეთ აქ: https://goo.gl/1weaGJ

Read More

HR hub-ში წევრების მიღება დაიწყო !

სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში იქმნება პირველი HR სივრცე ახალგაზრდებისთვის. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოში HR სფერო არც თუ ისე განვითარებულია. კომპანიები ხშირად აცხადებენ ამ მიმართულებით ვაკანსიებს, თუმცა შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უჭირთ. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება. თუ გსურთ გახდეთ HR hub-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს: • იყოთ 20-დან 35 წლამდე; • ნამდვილად უნდა გაინტერესებდეთ ადამიანური რესურსების სფერო; • ხედავდეთ თქვენს კარიერას HR სფეროში; • იყოთ მოტივირებულები შეცვალოთ HR გარემო საქართველოში და დანერგოთ სიახლეები; HR hub-ში წევრების რაოდენობა შეზღუდულია. აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებსაც დავუკავშირდებით. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდება. წევრების მიღება პირველ ეტაპზე უფასოა. აპლიკაციის შევსება…

Read More

სტუდენტური დღეები 2015 – 7 მაისი, 19 საათი, რიყის პარკი.

,,სტუდენტური დღეები" არის სტუდენტური ფესტივალი,  რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია  საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს. სტუდენტური დღეებისთვის შეიქმნა ჰიმნიც. ფესტივალს აქვს  კონკურსის სახე.  პროგრამის ფარგლებში უმაღლეს სასწავლებლებს შორის  ტარდება კულტურულ-გასართობი და სპორტული კონკურსები, რომელსაც  კომპეტენტური ჟიური აფასებს.  კონკურსები  იმართება შემდეგ სახეობებში:   კულტურულ-გასართობი კონკურსები: ხალხური ცეკვა; ხალხური სიმღერა; თანამედროვე ცეკვა; თანამედროვე სიმღერა; იუმორისტული ნომერი; თეატრალური წარმოდგენა; ორიგინალური ნომერი; სამხატვრო და ფოტო კონკურსი. სპორტული კონკურსები:  ჭადრაკი; ნარდი; მკლავჭიდი; მაგიდის ჩოგბურთი; სტრიტბოლი (ქუჩის კალათბურთი). ფესტივალში გარდა ინდივიდუალური და გუნდური კონკურსებისა გამოვლინდება და ჯილდოვდება უმაღლესი სასწავლებლები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით: ყველაზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებული უნივერსიტეტი; ყველაზე მეტჯერ ნომინირებული უმაღლესი სასწავლებელი; ყველაზე აქტიური უმაღლესი სასწავლებელი; ყველაზე ორგანიზებული უმაღლესი სასწავლებელი. პროგრამის მიზნები: სტუდენტებში შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და წახალისება; სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფა; სტუდენტების თავისუფალი დროის შინაარსიანად დაგეგმის ხელშეწყობა; უნივერსიტეტების მოტივაციის გაზრდა შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. პროექტის გენერალური სპონსორი 2015 წელს კომპანია „მაგთიკომია".

Read More

მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიის, ჯეოლაბის პრეზენტაცია 4 მაისს გაიმართება

4 მაისს ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიის, ჯეოლაბის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე, პროექტის მიზანზე და მნიშვნელობაზე ისაუბრებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი, რიჩარდ ნორლანდი,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე, ჯეოსელის გენერალური დირექტორი, პაველ სმალინსკი და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი. „ჯეოლაბი არის სივრცე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, რომელიც სამუშაო რეჟიმშია 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის. ჯეოლაბში სტუდენტები შეძლებენ შექმნან ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები, პროდუქტები და პროტოტიპები, მოახდინონ საკუთარი კრეატიული აზროვნების და ტექნიკური უნარ–ჩვევების რეალიზება. ჯეოლაბი ჯეოსელის, ლივინგსტონის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია, რომელიც სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე შეიქმნა. ჯეოლაბი GAU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ITI) განუყოფელი ნაწილია. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისწავლოს და სამი თვის განმავლობაში დაეუფლოს ცოდნას, რომელიც მას მომავალში საშუალებას მისცემს,თავად შექმნას პროგრამული პროდუქტი, შეიმუშავოს ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის დიზაინი, დააპროექტოს და მართოს პროგრამულ სფეროსთან დაკავშირებული პროექტები. მსურველები შეძლებენ ხუთი სხვადასხვა მიმართულებით ისწავლონ და თითოეული მიმართულების ფარგლებში დაეუფლონ მათ მიერ შერჩეულ სპეციალიზაციას. ეს მიმართულებებია: 3D დიზაინი,…

Read More

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge