გვჯერა, რომ ნამდვილი, კარგად დაგეგმილი საზაფხულო დასვენება ჯერ სწორი სამსახურის შერჩევით იწყება.
სწორედ ამიტომ, პური გულიანი ზაფხულის საქმიანად დასაგეგმად და შემდეგ კი დამსახურებულად დასვენებისთვის, საზაფხულო დასაქმება-დასვენების პროგრამაში გეპატიჟებათ.
ცოტა რამ ჩვენზე:
პური გულიანი უნიკალური კონცეფციის მქონე სახაბაზოა, სადაც ქართული ხორბლითა და ადგილობრივი პროდუქტებით, ყოველდღიურად მზადდება ტრადიციული კერძების, გულსართიანი პურ-ფუნთუშეულის და მადისაღმძვრელი დესერტების თანამედროვე ვარიაციები
პოზოცია: მიმტანი
სტუმრებისათვის მომსახურების სრული ციკლის მართვა: მენიუს გაცნობა, კერძების შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგიდის მომზადება, ჩეკის მომზადება;
ანაზღაურება – 800 + ლარი
თქვენზე მორგებული გრაფიკი – კვირაში 5 დღე – 9 საათიანი გრაფიკი (1 სთ შესვენება)
ჩვენ გთავაზობთ:
➡ კვებით უზრუნველყოფას;
➡ ტრანსპორტირებას ღამის საათებში;
➡ შიდა ფასდაკლებას ჩვენს ყველა ობიექტზე: ფუნიკულიორის კომპლექსი, პური გულიანი, გასტროდუქანი რიგი, პური გულიანი ექსპრესი;
➡ fitpass ბარათით სარგებლობას;
➡ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
➡ მეგობრულ სამუშაო გარემოს;
მოთხოვნები:
• სამუშაო გამოცდილება სასურველია;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 25 ივლისამდე და დაგიკავშირდებით.
პოზიციის მდებარეობა: ზაარბრუკენის მოედანი, სახაბაზო „პური გულიანი“
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 319 300
დარეგისტრირდით და გელით”პური გულიანის” გუნდში: https://forms.gle/t6taChJ4XywPbes46