3 ივნისს ვაკის პარკში დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით,  3 ივნისსვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთის ჩათვლითდასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge-ზე.

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანიავაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.

დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდული სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

კიდევ რა გელოდებათ?

ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა. მაგ. გიფიქრია იმაზერომ შეიძლება სამსახური ,,მოიგო“? არ მოგესმა, შენზეა დამოკიდებული სამსახურით წახვალ თუ არა ფესტივალიდან. როგორ? ამას ადგილზე გაიგებ.

წარმატების კუთხში გაიმართება ვორქშოპი თეაზე: სურვილების ფორმირება მიზნებად

ვორქშოფზე გაიგებთ:

  • რა ძალა აქვს სიტყვას;
  • ჩვენი რომელი სუბ-პიროვნებაა პასუხისმგებელი სურვილების გაჯღერებაზე;
  • რა ან ვინ გვიშლის ხელს სურვილების ასრულებაში;
  • როგორ უნდა გარდავქმნათ სურვილები მიზნებად;
  • რა გვჭირდება მიზნების მისაღწევად.

ხანგრლივობა: 1,5 საათი

ტრენერი: თამარ შოშიაშვილი

ტრანსფორმაციული ქოუჩი. განათლებისა და ცნობიერების ინსტიტურის დამფუძლებელი. შავი ზღვის საერთაშოირსო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით ვაკის პარკში.

დაგვიჯერეთ, პარასკევი საღამოს აქ გატარება ნამდვილად ღირს. ხოდა გელით, ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდთან შეგეძლებათ ეწვიოთ:
▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების საინფორმაციო ცენტრს, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და ისარგებლებთ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების სერვისებით;▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრს, სადაც შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ კარიერული განვითარების პრაქტიკულ ვორკშოპებში;▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრს, სადაც გაეცნობით ინფორმაციას ტრენინგებისა და სასერტიფიკატო პროგრამების შესახებ.

თუ გინდათ, რომ დასაქმების ფესტივალის შესახებ მიიღოთ სიახლეები, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და  შეტყობინებებს გამოგიგზავნით: https://forms.gle/2PXzuQPYpYJ36K499

დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს პირადად;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური;
  • მოისმინოთ სპიკერების გამოსვლები და მიიღოთ მათგან კარიერული რჩევები და რეკომენდაციები.
  • საქმიანად, საინტერესოდ, სასიამოვნოდ და ხალიასიანად გაატაროთ საღამ.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს.

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.geGrant Thornton Georgiaილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტიKing David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი დარადიო იმედი.

« »
💙 2021 studentjob.ge