HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლითდასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge-ზე. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები. დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდული სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება. კიდევ რა გელოდებათ? ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა. მაგ. გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება სამსახური ,,მოიგო“? არ მოგესმა, შენზეა დამოკიდებული სამსახურით წახვალ თუ არა ფესტივალიდან. როგორ? ამას ადგილზე გაიგებ. წარმატების კუთხში გაიმართება ვორქშოპი თეაზე: სურვილების ფორმირება…
Read More
"ფუნიკულიორის კომპლექსი" თბილისის ისტორიული შენობა და სავიზიტო ბარათია, ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა.აქ დასაქმებული ადამიანებისთვის საამაყოა, იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.კომპლექსი თბილისის, ხოლო ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი კერძები და მომსახურება ფუნიკულიორის სავიზიტო ბარათია.თბილისს რესტორანი "ფუნიკულიორი" უბრუნდება და შესაბამისად, გუნდში ახალი წევრების შემოსამატებლად ვემზადებით. მიმტანი გააკეთე განაცხადი ბმულზეჰოსტესი გააკეთე განაცხადი ბმულზეაჭარულის მცხობელი გააკეთე განაცხადი ბმულზემეპონჩიკე გააკეთე განაცხადი ბმულზემზარეული გააკეთე განაცხადი ბმულზეკონდიტერი გააკეთე განაცხადი ბმულზესაკონდიტროს ზედამხედველი გააკეთე განაცხადი ბმულზემეხაჭაპურე გააკეთე განაცხადი ბმულზემეხინკლე გააკეთე განაცხადი ბმულზეცივების მზარეული გააკეთე განაცხადი ბმულზეყასაბი გააკეთე განაცხადი ბმულზეკაფეტერიის მზარეული გააკეთე განაცხადი ბმულზეცხელების მზარეული გააკეთე განაცხადი ბმულზე “მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ადამიანებს შევთავაზოთ ღირსეული, მეგობრული, სასიამოვნო სამუშაო გარემო. "ჯი ემ თი გასტრონომია" განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, ჩვენ მუდმივად განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე ვმუშაობთ.” – სალომე ფანცალაშვილი, ადამიანური კაპიტალის მართვისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი."ფუნიკულიორის კომპლექსის" სამსართულიანი შენობა თბილისის თავზე მდებარე ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აერთიანებს კვების 5 განსხვავებულ სივრცეს:- ქართულ რესტორან „ჩელას“;- კაფე „ფუნიკულიორს";- ლაუნჯ-ბარს;- თანამედროვე ქართულ კონცეპტუალურ რესტორან „ფუნიკულიორს“;- წვეულებათა დარბაზს.თითოეული მათგანი უნიკალურია უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი გემოვნების, ასაკისა თუ ინტერესის მქონე სტუმარი იპოვის მისთვის სასურველ ადგილს…
Read More