JTI – კარიერის განვითარების პროგრამა ახალგაზრდებისთვის – MORE

JTI (Japan Tobacco International) – არის თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. JTI ბოლო ათწლეულის მანძილზე სწრაფად იზრდება და ვითარდება. მის პორტფოლიოშია შემდეგი ბრენდები: Sobranie, Winston, Camel, Winchester, და LD.

კომპანიისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.jti.com
კომპანიის თანამშრომელთა შრომითი პირობების შეფასების შედეგად კომპანია JTI-ს მიენიჭა სტატუსი: საუკეთესო დამსაქმებელი საქართველოში, ევროპაში და აზიისა და წყნარი ოკეანის აუზში 2014, 2015, 2016 და 2017.
საქართველოში JTI-ის წარმომადგენლობა 2000 წელს გაიხსნა. 2011 წელს საქართველოს ოფისს ამიერკავკასიის სათავო ოფისის სტატუსი მიენიჭა. თბილისის რეგიონული ოფისი მართავს საქმიანობას კავკასიის სამივე ქვეყანაში. აქ  11 ეროვნების ორას ოცზე მეტი თანამშრომელი დასაქმებული.

JTI-ში დასაქმებულია ასზე მეტი ეროვნების  26 000-მდე თანამშრომელი. მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს JTI-ის  365 ოფისი. კომპანია ფლობს 25 ქარხანას და 8 კვლევით ცენტრს.

JTI თამბაქოს სფეროში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და გამოცდილი კომპანიაა.  აქ განსაკუთრებული გარემო, ბაზრისა და ბრენდების ნაირსახეობა და ადამიანების მართვის განსაკუთრებული სტილია.

JTI-ის მენეჯმენტი მუდმივად ცდილობს, უზრუნველყოს თითოეული თანამშრომლის ჩართულობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მისცეს თანამშრომლებს საკუთარი აზრის გამოთქმისა და ახალი ინიციატივების განხორციელების საშუალება.  თითოეული თანამშრომელი განიხილება ერთი დიდი ოჯახის წევრად, საკუთარი უფლებებითა და იდეებით. თანამშრომლებისთვის კომფორტული პირობების შექმნა, მათზე ზრუნვა და მათი აზრის მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიისთვის.

თანამშრომელტა შერჩევის დროს, მნიშვნელოვანია კანდიდატის დამოკიდებულება და მიდგომა საქმისადმი.

JTI-ის კარიერის განვითარების პროგრამა ახალგაზრდბისთვის –  MORE

JTI-ში დანერგილია კარიერის განვითარების პროგრამა MORE, რომელიც ყოველწლიურად  18-20 ახალგაზრდა კურსდამთავრებულს სთავაზობს დასაქმებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გლობალური პროგრამის MORE-ის მიზანია მაღალი პოტენციალის მქონე კურსდამთავრებულებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების მოზიდვა, დასაქმება და განვითარება.

პროგრამის მონაწილეების ორ მესამედს ასაქმებენ მომხმარებლისა და სავაჭრო მარკეტინგის მიმართულებით, ხოლო ერთ მესამედს – ადმინისტრაციულ თანამდებობეზე.

პროგრამის თითოეული მონაწილე 2 წლის განმავლობაში გადის სტაჟირებას, რასაც მოსდევს სამი 8 თვიანი როტაცია სამ სხვადასხვა ქვეყანაში. თავდაპირველად, მონაწილე იკავებს პოზიციას ადგილობრივ ბაზარზე;  მომდევნო რვა თვეს სათავო ოფისში, ბოლოს კი იმ ქვეყანაში, რომლის ბაზარი რადიკალურად განსხვავდება მონაწილის მშობლიური ბაზრის სპეციფიკისგან.

MORE პროგრამის მონაწილეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სამი წლის განმავლობაში მიაღწია ხელმძღვანელ თანამდებობებს.

მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდების მოზიდვა და შენარჩუნება კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, თავადვე გაზარდოს კომპანიის მომავალი მენეჯმენტი და ლიდერები.

JTI-ში თანამშრომლის ადაპტაციასა და განვითარებას დიდი დრო ეთმობა. კომპანიაში არსებობს ტრენინგებისა და თანამშრომელთა განვითარების განყოფილება, რომელიც მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

JTI-ის სათაო ოფისის შენობა ჟენევაში

უკვე სამი წელია, რაც JTI საქართველოში იღებს საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს – Top Employer Georgia. წელს უკვე მეორედ, Japan Tobacco International-ს მიენიჭა სტატუსი – Global Top Employer 2016, ასეთი ჯილდო მსოფლიოში მხოლოდ 8 კომპანიამ მოიიღო და ერთერთია JTI.

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge