Monthly Archives: March 2017

საქართველოში მასშტაბური და ინოვაციური HR ღონისძიება გაიმართა

HR hub – ის ორგანიზებით, 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება - HR Reborn 2017  ტექნოპარკში გაიმართა. ორ დღიან ტრენინგს საერთაშორისო სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი Chris Perks და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი Pete Jenkins უძღვებოდნენ. Chris Perks მუშაობდა ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Google, Pepsi, L'Oréal, Nestle, Carlsberg, Experian და ბევრი სხვა.  ღონისძიებაზე საუბარი იყო: მინიმალური დანახარჯებით, სოციალური მედიის გამოყენებით, თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. ასევე  თანამშრომლების ჩართულობასა დამოტივაციაში Gamification-ის როლზე. ღონისძიება განკუთვნილი იყო HR მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და ზოგადად მათთვის, ვისაც HR სფერო აინტერესებს. ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი. მსგავსი მასშტაბის და შინაარსის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიებას 150-მდე HR სპეციალისტი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც დაესწრნენ. HR hub -ის გუნდი მადლობას უხდის პარტნიორებსა და ყველა მონაწილეს. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად შექმენით HR Reborn 2017 ! HR Reborn – ის მხარდამჭერები იყვნენ: ჯეოსელი, იმედი L, პაშა ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მედიპარტნიორები: ტელეკომპანია იმედი, რადიო იმედი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, საქმიანიდილა, ბიზნესკონტრაქტიდა Marketer.ge. HR Reborn პირველად ჩატარდა და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება.  

Read More

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge