სტუდენტური დასაქმების პორტალის Studentjob.ge-ის ორგანიზებით, საქართველოში შეიქმნა პირველი სივრცე HR სპეციალისტებისთვის. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი ან მუშაობთ ამ მიმართულებით, HR hub სწორედ თქვენთვისაა.
HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება.
კლუბის შექმნის მიზანი HR სპეციალისტებისთვის, ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა, გამოცდილების გაზიარებაა და HR პრაქტიკოსების დაკავშირებაა. HR hub – ში მენტორები საუბრობენ რეალურ ქეისებზე HR სფეროდან.
HR hub- ის წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება და დისკუსია HR სფეროში აქტუალურ საკითხებზე.
თუ გსურთ გახდეთ HR hub-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
• ნამდვილად უნდა გაინტერესებდეთ ადამიანური რესურსების სფერო/მუშაობდეთ ამ მიმართულებით;
• იყოთ მოტივირებულები შეცვალოთ HR გარემო საქართველოში და დანერგოთ სიახლეები;
აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებსაც დავუკავშირდებით. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდება.
HR hub – ში წევრების მიღება უფასოა.
კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell, Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე.
კლუბის რიგით მეორე ღონისძიებაც 25 სექტემბერს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ანი გოცირიძე – საკონსულტაციო კომპანია KPMG -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: კორპორატიული კულტურა. მარინა კუჭუხიძე – იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემა და მოდელები იუსტიციის სახლში. ეკატერინე ლომიძე – რედისონ ბლუ ივერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: Yes I can
HR hub განაგრძობს HR სფეროში საინტერესო ღონისძიებების გამართვას და შემდგ შეხვედრას 21 ნოემბრისთვის აანონსებს.
მოწვეული მენტორები იქნებიან:
შეხვედრა გაიმართება 21 ნოემბერს 11:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
შეავსეთ აპლიკაცია: https://goo.gl/gHsRxu