საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში იწყება პროექტი ,,სტარტი’’

2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში იწყება პროექტი ,,სტარტი’’, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრის მოძიებას, გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას.

1თვის განმავლობაში 50 მონაწილე შეისწავლის 4 ძირითად მოდულს: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ეკონომიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები. ყოველი კვირის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, საბოლოო ქულები დაჯამდება და 10 საუკეთესო დაიკავებს პარტნიორი კომპანიების ვაკანტურ პოზიციებს. მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 ნოემბერი.

,,წარმატებული კარიერა იწყება აქ.’’ ტრენინგებს ჩაატარებენ : დავით კენჭაძე, გურამ შეროზია, ეკა ყიფიანი, ტარიელ ზივზივაძე, მარიამ ჭანტურია, ოთარ ქირია, დავიდ ჯიბლაძე, ფერიდე გიაშვილი, ლევან ილაშვილი, სულხან ლაცაბიძე, ლევან პაიჭაძე, ილო ღლონტი, ბორის კიკნაძე, დავიდ ხოსროშვილი, მაგდა ბობოხიძე, ნინო კვაშილავა…

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ლოპოტა, ქებული კლიმატი, Vible Solutions, ბინული, უნიქარდი, მოძრაობა kar.ge, iHub, Seed forum, HR hub…

მხარდამჭერები: Beard bar, Generator 9.8.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: StartAcademyGeorgia@gmail.com

598 820 899    579 504 477

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge