ყველას მადლობას გიხდით აქტიურობისთვის
ჩვენი გუნდის სახელით მადლობას გიხდით პროექტისადმი ასეთი მაღალი ინტერესის გამოხატვისთვის. შეგახსენებთ, რომ HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება. პირველი ნაკადის აპლიკაციების მიღება დასრულდა 20 მაისს (http://goo.gl/5viIIO). პირველი ღონისძიების დეტალები დახურულ ჯგუფში დაანონსდება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ პროექტის მხარდაჭერისთვის
პროექტი HR hub სტუდენტური დასაქმების პორტალის www.studentjob.ge – ის ორგანიზებულია. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა ბიზნეს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან, HR მენეჯერებთნ და სტუდენტებთან, შესაბამისად, ვიცით მათ რა სჭირდებათ. იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. HR hub აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც HR სფეროში სწავლა და განვითარება სურთ.
HR hub – ის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებს ქართველი და უცხოეული მენტორები გაუძღვებიან.
რა არის კლუბის მიზანი?
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოში HR სფერო არც თუ ისე განვითარებულია. კომპანიები ხშირად აცხადებენ ამ მიმართულებით ვაკანსიებს, თუმცა შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უჭირთ.
HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
HR hub-ში წევრების რაოდენობა შეზღუდულია. აპლიკაციის მეშვეობით შეირჩა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებიც დავამატეთ დახურულ ჯგუფში. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდება.
როგორ ხდება HR hub – ში გაწევრიანება?
HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება.
ძალიან ბევრი მსურველია, ვინც დარეგისტრრება ვერ მოასწრო. თუ თქვენ ვერ მოასწარით დარეგისტრირება ან ვერ მოხვდით კლუბში გულს ნუ გაიტეხთ, რადგან მომავალში ისევ გვექნება მიღება და სურვილის შემთხვევაში ალბათ თქვენც ჩვენიანი, HR hub – ის წევრი გახდებით …
რა ნიშნავს კლუბის წევრობა?
HR hub – ში წევრები აპლიკაციის მეშვეობით ჟიურიმ შეარჩია. კლუბში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება ან მოტივაცია აქვთ HR – ის მიმართულებით. ასე რომ, HR hub – ის წევრობა ნიშნავს, რომ ხარ საუკეთესო შენს სფეროში (HRM). ურთიერთობები ახალი შესაძლებლობების წყაროა. HR მენეჯმენტის მიმართულებით პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია შესაბამის ადამიანებთან ურთიერთობა, სხვა კოლეგების გამოცდილების გაზიარება და მუდმივი განვითარება.
როდის იგეგმება კლუბის პირველი ღონისძიება?
HR hub – ის პირველი ღონისძიება მალე დაანონსდება, ყველა მოუთმენლად ელის პროექტის დაწყებას. ძალიან დიდი ინტერესია პროექტისადმი, რაც დიდ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიხდით ამ პროექტის მხარდაჭერისთვის.
ჩვენ ვემზადებით თქვენთან შესახვედრად …