30 მაისს, ტიფლის ბიზნეს თაუერში "Startup მარანის" ღონისძიება გაიმართა! ივენთზე studentjob.ge - ც იყო მიწვეული. "Startup მარანის" საუკეთესო სივრცეა დამწყები მეწარმეებისა (მათ შორის სტუდენტების) და ინვესტორების შესახვედრად. თუ თქვენ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს - იდეა ან, უბრალოდ, ბიზნესის დაწყების სურვილი, მაშინ პროექტი „Startup მარანი“ თქვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა აქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად. ღონიძიება ყოველ 3 თვეში ერთხელ ტარდება და გულისხმობს დამწყები მეწარმეების ინვესტორებთან შეხვედრას დახურულ ფორმატში. ინვესტორებთან წარდგენამდე იდეები გადის 3-4 კვირიან მოსამზადებელ ეტაპს, როცა პროექტის ფარგლებში მენტორები ინდივიდუალურ კონსულაციებს უწევენ მონაწილეებს. საინტერესო იყო ორგანიზატორების ხედვა და შექმნილი სიტუაცია ღონისძიებაზე, სადაც დამწყებმა მეწარმეებმა ინვესტორებს საკუთარი ბიზნეს იდეები წარუდგინეს. ღონისძიების შემდეგ მონაწილეებს დრო ნეთვორქინგისთვისაც ქონდათ და მოლაპარაკებებიც გაიმართა.
Read More
ყველას მადლობას გიხდით აქტიურობისთვის ჩვენი გუნდის სახელით მადლობას გიხდით პროექტისადმი ასეთი მაღალი ინტერესის გამოხატვისთვის. შეგახსენებთ, რომ HR hub - ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება. პირველი ნაკადის აპლიკაციების მიღება დასრულდა 20 მაისს (http://goo.gl/5viIIO). პირველი ღონისძიების დეტალები დახურულ ჯგუფში დაანონსდება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ პროექტის მხარდაჭერისთვის პროექტი HR hub სტუდენტური დასაქმების პორტალის www.studentjob.ge – ის ორგანიზებულია. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა ბიზნეს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან, HR მენეჯერებთნ და სტუდენტებთან, შესაბამისად, ვიცით მათ რა სჭირდებათ. იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. HR hub აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც HR სფეროში სწავლა და განვითარება სურთ. HR hub - ის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებს ქართველი და უცხოეული მენტორები გაუძღვებიან. რა არის კლუბის მიზანი? კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოში HR სფერო არც თუ ისე განვითარებულია. კომპანიები ხშირად აცხადებენ ამ მიმართულებით ვაკანსიებს, თუმცა შესაბამისი კანდიდატის შერჩევა უჭირთ. HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების…
Read More
შემოგვიერთდით და გაიგეთ გუგლის თანამშრომლებისგან როგორ შეიქმნათ წარმატებული კარიერა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში - როგორ გამოვიყენოთ უნივერსიტეტის გამოცდილება საუკეთესოდ, როგორ მოამზადოთ თქვენი CV, როგორ მიიღოთ პრაქტიკა გუგლში და როგორია გუგლის ინჟინრობა. გუგლი არის და ყოველთვის იქნება საინჟინრო კომპანია. გუგლში მუშაობს ფართო ტექნიკური უნარების მქონე ხალხი, რომელიც მზადაა შეეჭიდოს ტექნოლოგიების უდიდეს გამოწვევებს და გავლენა მოახდინოს მილიონ და შესაძლოა მილიარდ მომხმარებელზე. გუგლის ინჟინრები არამხოლოდ ძიების რევოლუციურ გარდაქმნას აკეთებენ, ისინი ყოველდღიურად მუშაობენ მასიური და მასშტაბური ინფორმაციის შენახვის გადაწყვეტებზე, დიდმასშტაბიან აპლიკაციებზე და სრულიად ახალ პლატფორმებზე მთელი მსოფლიოს პროგრამისტებისთვის. ADWords-ებიდან Chrome-მდე, ანდროიდიდან იუთუბამდე, სოციალურიდან ქსელებიდან ადგილობრივ თემებამდე, თავიანთი ახალ-ახალი ტექნოლოგიური მიღწევებით გუგლის ინჟინრები მსოფლიოს ცვლიან. მოდი კამპუსში 19-ში 5-ზე, Google Room-ში და მოუსმინე გუგლის მენეჯერებს! დეტალები იხილეთ აქ: https://goo.gl/1weaGJ
Read More