გაეცანით EXPO JOB - ზე მონაწილე კომპანიებსა და ვაკანსიებს:

EXPO JOB - ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი თბილისი

Jobs

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი
EXPO JOB
გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და დამსაქმებლის ბრენდები.

ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიების ნახვა შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ზე.

ღონისძიება რამდენიმე ნიშნით იქნება გამორჩეული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიის დორექტორებს და არა მხოლოდ HR მენეჯერებს.

ასევე, გვინდა დავამკვიდროთ ახალი ტენდენცია და დასაქმების ფესტივალზევე გაიგონ კანდიდატებმა საბოლოო, დადებითი პასუხი (თუ ვაკანსიის სპეციფიკა ამის საშუალებას მოგვცემს).

პალიტრა მედია ჰოლდინგი ღონისძიებაზე მოაწყობს წარმატების კუთხეს, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ვორქშოპები წარმატებასა და მოტივაციაზე.

იქნება CV-ის კუთხეც, სადაც studetnjob.ge-ის წარმომადგენელი ადგილზე მოსულ ახალგაზრდებს, დაეხმარება CV-ის შედგენაში ან დაკორექტირებაში;

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს. მონაწილეობის მისაღებად
დარეგისტრირდით!

დასაქმების ფესტივალთან ერთად, ჩატარდება განათლების საერთაშორისო ფორუმი.

კომპანიებს, რომლებსაც სურთ დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე.

EXPO JOB – ში მონაწილე კომპანიები

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსპოჯორჯია, პალიტრა მედია ჰოლდინგი და გრანთ თორნთონი.

ვაკანსიის ID #9329 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია Expo Job სამუშაო ტიპი EXPO JOB დასახელება გაეცანით EXPO JOB - ზე მონაწილე კომპანიებსა და ვაკანსიებს:

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge