მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია უნისონს!

სადაზღვევო კომპანია უნისონი თბილისი

Jobs

HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: უნისონი

კომპანიის შესახებ:

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

„უნისონი“ თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის „A“ კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან.

,,უნისონი’’ პოზიციონირებულია, როგორც დამოუკიდებელი, წმინდა მზღვეველი, რომელიც არ არის აფილირებული სხვადასხვა არასადაზღვევო ბიზნესებთან.

„უნისონი“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

ვაკანტური პოზიციები:

1. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი;
2. საცალო გაყიდვების მენეჯერი;
3. სამედიცინო ზარალების რეგულირების მენეჯერი;
4. სადაზღვევო პროდუქტების მენეჯერი;
5. ციფრული მარკეტინგის მენეჯერი;
6. უმცროსი ანდერაიტერი.

კომპანია დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 29 თებერვალს.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

ვაკანსიის ID #9299 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია Expo Job სამუშაო ტიპი EXPO JOB დასახელება მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია უნისონს!

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge