შეხვდით ახალ წელს ახალი სამსახურით!

Lutecia • ლუტეცია თბილისი

Jobs

დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ლუტეცია ჯგუფი
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი

,,ლუტეცია ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
შეთავაზოს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე, ინტერიერისა და სისუფთავის დაცვაზე.
აკონტროლოს მაღაზიაში ფასების სიზუსტე და განთავსება ;
მუდმივად ზრუნავდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე;

პიროვნული თვისებები:

შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი);
სალაროზე მუშაობის გამოცდილება ( სასურველია მინიმუმ 6 თვე )
ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@lutecia.ge და “subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის ID #8469 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება შეხვდით ახალ წელს ახალი სამსახურით!

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

💙 2020 studentjob.ge
Share via
Copy link
Powered by Social Snap