პრომოუტერი

ქართული კრედიტი თბილისი

Jobs

დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
ელ-ფოსტა: vacancy@geocredit.ge

სს მისო ქართული კრედიტი დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის ქართული კრედიტი საქართველოს მასშტაბით არსებული 14 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

სს მისო “ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: პრომოუტერი – ნახევარ განაკვეთზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 01 სექტემბერი, 2019 წელი

რა არის მთავარი მოვალეობა?

• პრომო აქციებში მონაწილეობა თბილისის მასშტაბით გარე ლოკაციებზე;
• პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება, საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
• საკრედიტო განაცხადის შევსება და შესაბამის ფილიალში გადამისართება;
• შედეგებზე ორიენტაცია – ყოველთვიური გეგმის შესრულება;

დამატებითი ინფორმაცია:
• პრომოუტერების გუნდი დაკომპლექტებულია 10 წევრისგან. სამუშაო არეალი მოიცავს თბილისის სხვადასხვა უბანს.
• კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას.

ვის ვეძებთ ჩვენ?

• მოტივირებულ, აქტიურ, ინიციატივიან ახალგაზრდებს;
• მათ, ვინც არის ღია სიახლეებისა და გამოწვევებისთვის;
• არის მობილური, შეუძლია თბილისის სხვდასხვა უბანში გადაადგილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• პროფესიული/უმაღლესი განათლება (შესაძლებელია ნებისმიერი კურსის სტუდენტი);
• გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პოზიციის პირობები:

• დღიური ანაზღაურება 20 ლარი (ხელზე)+ ბონუსი ყოველი გაცემული სესხიდან;
• კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
• სამუშაო გრაფიკი – კვირაში 2 სამუშაო დღე, დღეში 4 სამუშაო საათი, 11:00-დან 15:00 – მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 500-100
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 2019 წლის 15 სექტემბერს.
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #8395 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება პრომოუტერი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge