Retail Group Georgia 220 ვაკანსიას აცხადებს 59 ბრენდულ მაღაზიაში

Retail Group Georgia თბილისი

Jobs

Retail Group Georgia მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე Alhokair Fashion Retail-ის შვილობილი კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მოდის სავაჭრო სფეროში რევოლუციური შემოსვლით არა მარტო გაამდიდრა მოდის ლანდშაფტი ცნობილი ბრენდებით, არამედ ნელ-ნელა სრულად შეცვალა ქართველი მომხმარებლის საყიდლებზე სიარულის ჩვევა – ქუჩის პატარა მაღაზიებიდან მომხმარებლებმა სავაჭრო მოლებში გადაინაცვლეს და 7 წლის მანძილზე მსოფლიოს მოდის მოყვარულების მსგავსად იძენენ ცნობილი ბრენდების უახლეს კოლექციებს და სარგებლობენ ფასდაკლებებითა თუ სხვა შეთავაზებებით.

Retail Group Georgia-ს პორტფელი შთამბეჭდავია – 50-მდე მაღაზია და 30-მდე ბრენდი, მათ შორის: Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Gap, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Promod, Stradivarius, Oysho, Zara Home, Sergent Major, La Vie en Rose…. მაღაზიების საუკეთესო ადგილმდებარეობა თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში კომპანიას მყარად უნარჩუნებს ბაზრის ლიდერის პოზიციას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის – სექტემბერში საბურთალოზე City Mall-ის გახსნასთან ერთად, ამ სიას კიდევ 14 ახალი მაღაზია, ხოლო კომპანიის 600-ზე მეტ თანამშრომელს კიდევ 220 ახალი წევრი შეემატება.

ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ახალი პროფესიებიც – დარბაზის მენეჯერი, ვიზუალ მერჩენდაიზერი, დეპარტამენტის მენეჯერი და სხვა.

ტრენინგები, კვალიფიკაციის ამაღლება, კარიერული თუ პროფესიული წინსვლა – ეს Retail Group Georgia-ს თანამშრომლების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და საინტერესო თავგადასავალია. თუ თქვენც გაინტერესებთ მოდა, სიახლეები, პერსონალური და პროფესიული განვითარება, შემოუერთდი ჩვენს ახალგაზრდულ და დინამიურ გუნდს!

შეავსეთ – აპლიკაცია 20 სექტემბრამდე (Copy Link): https://bit.ly/2Md6jAZ

ვაკანსიის ID #8392 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი სრული განაკვეთი დასახელება Retail Group Georgia 220 ვაკანსიას აცხადებს 59 ბრენდულ მაღაზიაში

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge