დასაქმების ფორუმი 15 აპრილი

15 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია ”იმედი L” ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს.

განაგრძეთ კითხვა

ყველაზე მასშტაბური პრაქტიკის პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის!

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ იწყებს ყველაზე მასშტაბურ პრაქტიკის პროგრამას ქართველი სტუდენტებისთვის! „დელტას“ პროექტი ქართველი სტუდენტებისთვის ითვალისწინებს რამდენიმე თვიანი პრაქტიკული კურსის გავლას როგორც „დელტას“ მენეჯმენტში, ასევე უნიკალური ქართული თავდაცვითი მრეწველობის კომპლექსში. studentjob.ge მიესალმება, მხარს უჭერს  მათ ამ ინიციატივას და უსურვებს წარმატებას!   www.delta.gov.ge    

განაგრძეთ კითხვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმება www.studentjob.ge

www.studentjob.ge - ის ახალი ინიციატივა გულისხმობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმებას. ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და სპეციალური აღნიშვნით გამოიყოფა ის ვაკანსიები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებსაც შეუძლიათ გააგზავნონ CV. აღნიშნულ ინიციატივაში მნიშვნელოვანია კომპანიების მხარდაჭერა და ჩართულობა, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან. მათი სურვილის და დახმარების გარეშე ეს იდეა ვერ განხორციელდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ შშმ სტუდენტების დასაქმებას. ერთად ვიზრუნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმებაზე! ამით დავეხმარებით მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. მათი მომავალი ჩვენს ხელთაა. კომპანიებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში. ვინ იქნება პირველი?..

განაგრძეთ კითხვა

საქართველოში სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge შეიქმნა

Studentjob.ge არის ყველაზე ეფექტური პირველი სტუდენტური დასაქმების პორტალი საქართველოში, რომელიც სულ ახლახანს შეიქმნა. Studentjob.ge განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებზე გათვლილი ვაკანსიებისთვის და განცხადებებისთვის. ჩვენი მიზანია გავუმარტივოთ და დავეხმაროთ სტუდენტებს იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. თუკი თქვენი კომპანია გამოაცხადებს სტაჟირებას ან ვაკანსიას სტუდენტებისთვის, ბევრი ფიქრი იმაზე თუ სად განათავსოთ თქვენი განცხადება, აღარ მოგიწევთ. ვინაიდან Studentjob.ge სწორედ ამისთვის არის შექმნილი. ერთად შევუწყოთ ხელი სტუდენტების დასაქმებას და პროფესიულ ზრდას.

განაგრძეთ კითხვა

💙 2021 studentjob.ge