Blog Archives: ani

Startup Nest – კარგი იდეა გაქვს? აქციე ბიზნესად

კარგი იდეა გაქვს? აქციე ბიზნესად ძალიან მაგარი შანსი თქვენთვის, სტუდენტებისთვის ➡ საგანმანათლებლო აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამა - Startup Nest სტუდენტებს გაძლევთ უნიკალურ შანსს დაიწყოთ ბიზნესი 0-დან. ➡ დაინტერესდით? რეგისტრაცია მარტივია! შეავსე სარეგისტრაციო აპლიკაცია 3 მაისის ჩათვლით http://goo.gl/vvtilS

Read More

Emeritus Speaker-ის ღონისძიება სტუდენტებისთვის

ემერიტუს სპიკერი ახალი პროექტია, რომელიც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, გაიზიარონ გამოცდილება და დასვან შეკითხვები. შეხვედრების ინტერაქტიული და განსხვავებული სტილი უზრუნველყოფს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას. დისკუსიებისა და სპიკერების მიერ მოყვანილი საინტერესო ქეისების მაგალითზე, მსმენელები მკაფიოდ გაიაზრებენ სამომავლო კარიერულ ნაბიჯებს. სპიკერებად სხვადასხვა სფეროს წარმეტებული ადამიანები შეირჩევიან. ისინი სტუდენტებისთვის სპეციალურ პრეზენტაციებს მოამზადებენ და უშუალო თავისუფალი შეხვედრის რეჟიმში შეეცდებიან მათთვის საინტერესო დღის ორგანიზებას. სპიკერებთან შეხვედრა გაიმართება 21 აპრილს 19:00. დასწრება უფასოა, ადგილები შეზღუდულია. ღონისძიება ჩატარდება მედიათეკაში. სპიკერები: მედეა ტაბატაძე – Insource და გეგა ფალავანდიშვილი – Freelance Marketing Consultant and Trainer   სარეგისტრაციო ფორმა და დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://speaker.ge/register/

Read More

დასაქმების ფორუმი 24 აპრილი

24 აპრილს 17:00 საათზე 519 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენლებთან. ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტუდენტების დასაქმების კუთხით. კომპანია უქმნის მათ მოქნილ სამუშაო გრაფიკს და გარემოს კარიერული განვითარებისთვის. ამ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები გაგაცნობენ, როგორ მუშაობს ალდაგის სააგენტო ქსელი, გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და გაგაცნობენ დასაქმების შესაძლებლობას.

Read More

დასაქმების ფორუმი 15 აპრილი

15 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია ”იმედი L” ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს.

Read More

ყველაზე მასშტაბური პრაქტიკის პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის!

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ იწყებს ყველაზე მასშტაბურ პრაქტიკის პროგრამას ქართველი სტუდენტებისთვის! „დელტას“ პროექტი ქართველი სტუდენტებისთვის ითვალისწინებს რამდენიმე თვიანი პრაქტიკული კურსის გავლას როგორც „დელტას“ მენეჯმენტში, ასევე უნიკალური ქართული თავდაცვითი მრეწველობის კომპლექსში. studentjob.ge მიესალმება, მხარს უჭერს  მათ ამ ინიციატივას და უსურვებს წარმატებას!   www.delta.gov.ge    

Read More

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმება www.studentjob.ge

www.studentjob.ge - ის ახალი ინიციატივა გულისხმობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმებას. ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და სპეციალური აღნიშვნით გამოიყოფა ის ვაკანსიები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებსაც შეუძლიათ გააგზავნონ CV. აღნიშნულ ინიციატივაში მნიშვნელოვანია კომპანიების მხარდაჭერა და ჩართულობა, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან. მათი სურვილის და დახმარების გარეშე ეს იდეა ვერ განხორციელდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ შშმ სტუდენტების დასაქმებას. ერთად ვიზრუნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების დასაქმებაზე! ამით დავეხმარებით მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. მათი მომავალი ჩვენს ხელთაა. კომპანიებს შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში. ვინ იქნება პირველი?..

Read More

საქართველოში სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge შეიქმნა

Studentjob.ge არის ყველაზე ეფექტური პირველი სტუდენტური დასაქმების პორტალი საქართველოში, რომელიც სულ ახლახანს შეიქმნა. Studentjob.ge განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებზე გათვლილი ვაკანსიებისთვის და განცხადებებისთვის. ჩვენი მიზანია გავუმარტივოთ და დავეხმაროთ სტუდენტებს იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. თუკი თქვენი კომპანია გამოაცხადებს სტაჟირებას ან ვაკანსიას სტუდენტებისთვის, ბევრი ფიქრი იმაზე თუ სად განათავსოთ თქვენი განცხადება, აღარ მოგიწევთ. ვინაიდან Studentjob.ge სწორედ ამისთვის არის შექმნილი. ერთად შევუწყოთ ხელი სტუდენტების დასაქმებას და პროფესიულ ზრდას.

Read More

Hello world!

Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start blogging!

Read More

Top Resumes 2014

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim…

Read More

Top Companies 2014

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim…

Read More

💙 2020 studentjob.ge