Studentjob.ge – პირველი სტუდენტური დასაქმების პორტალი საქართველოში 2015 წელიდან

Studentjob.ge – ის – ყველა სტუდენტური ვაკანსია ერთ პორტალზე

დაარსების ისტორია:

“ლექციებს ვკითხულობ და ტრენინგებსაც ვატარებდი სტრატეგიულ მენეჯმენტში, შესაბამისად ხშირად მიწევს სტუდენტებთან შეხვედრა. მათი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ახალგაზრდებს აქვთ ინტერესი საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ და სწავლის საფასურის გადახდაშიც დაეხმარონ მშობლებს. ჩემი სტუდენტებიც, ეძებდნენ სამსახურს და სულ მეკითხებოდნენ სტუდენტური ვაკანსიების შესახებ, რათა სწავლის პარალელურად ემუშავათ. მეც ჩემს ნაცნობებში ვაგროვებდი ამ სტუდენტურ ვაკანსიებს და ვაწვდიდი მათ. დავიწყე ელექტრონული ფოსტის საშუალებით მათთვის ამ განცხადებების გაგზავნა, შემდეგ ჯგუფიც შევქმენი სოციალურ ქსელში, რაც უფრო მიმარტივებდა კომუნიკაციას. ჩემი ნაცნობი მარკეტერები, მენეჯერები, FB ან მეილის საშუალებით მიგზავნიდნენ ვაკანსიებს და მე ვავრცელებდი სტუდენტებში. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს ვუგზავნიდი ვაკანსიებს. საბოლოოდ გაირკვა, რომ დამსაქმებლების მხრიდანაც დიდი მზაობაა დაასაქმონ სტუდენტები და ჰყავდეთ კომპანიაში ახალგაზრდა კაპიტალი. სტუდენტების რეზიუმეები დამსაქმებლებისთვის, ხშირ შემთხვევაში, არ იყო  ხელმისაწვდომი. საჭირო იყო ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა.

სწორედ აქედან წამოვიდა იდეა მხოლოდ სტუდენტებზე მორგებული ვაკანსიებისთვის გამეკეთებინა ვებ – გვერდი, რომლითაც დავაკავშირებდი სტუდენტებს დამსაქმებლებთან და ორივე მხარე იქნებოდა  კმაყოფილი. StudentJobs.ge დაარსდა 2015  წლის მარტში.

ჩემი იდეის შესახებ გავაკეთე მოკლე პრეზენტაცია და ჩემს მეგობარს გავაცანი. ადამიანს, რომელმაც დაუჯერა ჩემს იდეას და მომცა სტიმული დაუყოვნებლივ დამეწყო  განხორციელება. საერთოდ ასეა, როცა ნულიდან იწყებ აცილებელია შენს გარდა კიდევ ვინმეს სჯეროდეს ამის. თან ვფიქრობდი ძალიან პატარა იდეაა, თუმცა კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია-მეთქი. მან მაშინვე მოიწონა.  ერთადერთი რესურსი რაც გაგვაჩნდა იყო იდეა და დავიწყეთ მოქმედება. ყველაფერს გზადაგზა ვსწავლობდით. დავიწყეთ მუშაობა საიტზე, ვიმუშავეთ ბრენდინგზეც და თებერვლის ბოლოს უკვე მზად გვქონდა პროექტი. მარტში საიტიც ჩავუშვით და დაიწყო პირველი განცხადებების განთავსება. ამან საკუთარ ძალებში დაგვარწმუნა.   ასე შეიქმნა StudentJob.ge –ის პირველი ვერსია. არ მგონია, რომ ჩვენ რაღაც უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. წინ კიდევ დიდი გამოწვევები გვაქვს.

თუმცა, ბევრი სტუდენტი აღნიშნავს, რომ საიტის მეშვეობით სამსახური იშოვეს, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი სტუდენტი დასაქმდა. ზოგი სოციალური ქსელის მეშვეობით გვეხმიანება და გვატყობინებს, რომ იპოვა სწავლასთან შეთავსებით სამსახური. ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა და გვაძლევს მოტივაციას გავაკეთოთ მეტი.

Studentjob.ge –  ის მეშვეობით ჩვენ ვაკავშირებთ დამსაქმებლებს ახალგაზრდებთან. სტუდენტებისთვის ეს სერვისი   უფასოა, ხოლო კომპანიებისთვის არსებობს მინიმალური ტარიფი ვაკანსიებისა და აქტიური განცხადებების განსათავსებლად.” – ანა ნავდარაშვილი, Studentjob.ge – ის იდეის ავტორი დამფუძნებელი.

2016 წლის ინტერვიუ

«
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge