HR hub–ის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში (26 მაისის მოედანი N1), 17:00-19:00 სთ-ზე წინა საახალწლოდ,ყოველწლიურიდასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების” შეკრებაზე.
ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.
თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.
მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: Geosoft სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK
დასწტრება თავისუფალია.
გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!