რადგან თქვენ ამას კითხულობთ, ესე იგი სამსახურის ძიებაში ხართ და ამავე დროს ტექნიკის სფეროც გაინტერესებთ.
თუ გსურთ თქვენი კარიერა ტექნიკის სფეროს დაუკავშიროთ, შეავსეთ აპლიკაცია და შეგეხმიანებით: https://forms.gle/71j3QY3yBDKx7E8k7
რა იქნება თქვენი საქმე?
- დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
- გქონდეთ შესაბამისი ცოდნა Toshiba-ს პროდუქციის სრული ასორტიმენტის შესახებ;
- შეასრულოთ თვიური გაყიდვების გეგმა, რომელიც დადგენილია ბრენდის მიერ;
- უზრუნველყოთ მარკეტინგული მასალების განლაგება და მონიტორინგი — ბრენდის გაიდის შესაბამისად;
- თვალყური ადევნოთ Toshiba-ს პროდუქციის ხელმისაწვდომობას სავაჭრო სივრცეში და საწყობში;
- შეავსოთ ყოველდღიური გაყიდვების ანგარიშები.
რა არის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უპირატესობად ჩაითვლება მინიმალური სამუშაო გამოცდილება ტექნიკის, გაყიდვებისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის სფეროში;
- საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
როგორია სამუშაო საათები?
- სამუშაო საათები 10:00 – 19:00, სადაც 1 საათი შესვენებაა;
- კვირის განმავლობაში განსაზღვრულია 2 დასვენების დღე, რომელიც ინდივიდუალურად შეთანხმდება თქვენთან.
გაეცანით დამატებით ინფორმაციას კომპანიის შესახებ:
შეავსეთ აპლიკაცია დღესვე, დააჭირეთ ღილაკს Submit და დაგიკავშირდებით!
არ დაელოდოთ განაცხადების ბოლო დღეს 15 ივლისი 2025.
მადლობა!