მენეჯერს ვეძებთ

შემოგვიერთდით!

HR hub აცხადებს ვაკანსიას სტუდენტური დასაქმების პორტალის studentjob.ge-ის მენეჯერის პოზიციაზე.

ვის ვეძებთ?

აქტიურ, ენერგიულ სტუდენტს ან ახლად კურსდამთავრებულს, რომელიც მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს. უყვარს კომუნიკაცია, სოციალური ქსელები და აქვს კარგი გადმოცემის უნარი. სასურველია აინტერესებდეს HR სფერო.

რას ვითხოვთ?

·       განათლება: უმჯობესია ბიზნესის ადმინისტრირება;

·       ტიკტოკის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;

·       Capcut-ის ცოდნა;

·       გაყიდვების უნარი;  

·       კომუნიკაბელურობა და კრეატიულობა.

რისი გაკეთება მოგიწევთ?

Studentjob.ge-ის პორტალის მართვა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

·       პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;

·       ტიკტოკ კონტენტის დაგეგმვა, ვიდეო ვაკანსიების ჩაწერა და გამოქვეყნება.

სამუშაო გრაფიკი

თავისუფალი, დისტანციური

რა დამატებით სარგებელს მიიღებთ ხელფასის გარდა

·       HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება;

·       HR სკოლის ტრენინგების გავლა;

·       ნეთვორქინგი

დაინტერესების შემთხვევაში 19 სექტემბრამდე გამოგვიგზავნეთ CV: info@hrhub.ge-ზე. Subject-ში მიუთითეთ: Studentjob.ge – ის მენეჯერი. სხვა შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

შერჩეული კანდიდატები მეილზე მიიღებენ დავალებას, რომელიც უნდა გამოგვიგზავნონ ვიდეოს სახით.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge