“აგროჰაბი” 250 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და მის გუნდში გიწვევთ

საქართველოში ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი  “აგროჰაბი” თბილისში ახალ ფილიალებს ხსნის და 250 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის.

რეკრუტინგული კამპანია სახელწოდებით – “არის აქ ვინმე, ვინც ეძებს სამსახურს?!” – დღეიდან ჩაეშვა. ამ მარტივი სააპლიკაციო ფორმის  შევსებით, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და კომპანიიდან ძალიან მალე დაგიკავშირდებიან.

“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები თბილისში და ადამიანებს შევთავაზოთ ღირსეული, მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. აგროჰაბი აქტიურად ფართოვდება და ახალი ფილიალების გახსნის პროცესშია, რაც თავისთავად ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. ქვეყნის უმუშევრობის 13.7%-იანი მაჩვენებლის ფონზე, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებისა და პროფესიონალების დასაქმებას და განვითარებას.

აგროჰაბი გამოირჩევა  მეგობრული და ინოვაციური სამუშაო გარემოთი. ჩვენ თანამშრომლებს ვთავაზობთ:

  • პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს;
  • მოქნილ სამუშაო განრიგს;
  • პირადი და სამუშაო ცხოვრების ბალანსის დაცვის შესაძლებლობას;
  • სტუდენტებს სწავლას ვუფინანსებთ 1000 ლარის ოდენობით;
  • ვზრუნავთ თანამშრომლების კეთილდღეობაზე, მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევასა და მოტივაციის სისტემებს.”

აცხადებს ირინა მაისაია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

“აგროჰაბში ჩვენ ვამაყობთ მეგობრული და მოტივაციური სამუშაო გარემოთი. ჩვენი კორპორატიული კულტურა ეფუძნება თანამშრომლობის, პატივისცემის და ნდობის პრინციპებს, რაც უზრუნველყოფს საერთო მიზნის მიღწევას და კომპანიის წარმატებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანამშრომელი გრძნობდეს, რომ არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი წარმატების, რასაც აგროჰაბი ყოველდღიურად აღწევს.” – გიორგი ჯაშიაშვილი, დირექტორი.

კომპანია გუნდის ახალ წევრებს ელოდება.

შეავსეთ ეს სააპლიკაციო ფორმა და დაგირეკავთ: forms.gle/HGA614t2FEdKwXVr6

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge