1000-ლარიანი სტიპენდიის მიღების შანსი სტუდენტ თანამშრომლებს

ევოლუშენ საქართველომ თანამშრომლებისათვის სტიპენდიის პროექტი დააანონსა, რომლის მიზანი სტუდენტების წახალისება და მათი მოტივაციის ზრდაა. EVO სტიპენდიის პროექტი მხარს უჭერს თანამშრომლებს თავიანთი ნიჭის გამოვლენაში, რათა მომავალში მათ შეძლონ წვლილის შეტანა საკუთარი თავისა და ქვეყნის განვითარებასა და ზრდაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ გზით, სურთ დააფასონ თანამშრომელთა შრომისმოყვარეობა, ლოიალობა, საქმისადმი სწორი დამოკიდებულება და დაეხმარონ მათ თავიანთი  მიზნების განხორციელებაში, არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ევოლუშენის წარმომადგენლების თქმით, პროექტში მონაწილეობა და განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლობს.  სტიპენდიის მომავალ მფლობელებს სპეციალურად პროექტისათვის შექმნილი გუნდი გამოავლენს.

დეტალები აქ: https://hrhub.ge/evolution-georgia-stipendia/

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge