სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს კონკურსს სტუდენტურ პროგრამაზე „ლიდერატორი“, ციფრული არხების განვითარების მიმართულებით.
სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ციფრული არხების განვითარების პროცესი – ციფრული პროდუქტებისა და პროცესების საბაზრო კვლევა, პროდუქტის განვითარება, ციფრულ არხებში ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და კონტენტის არქიტექტურა, ციფრული პროდუქტით მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა, შედეგების ანალიზი და პროდუქტის განვითარების რეკომენდაციების შემუშავება.
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/job/113278/
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 5 თებერვალი, 2023 წელი.