მოლარე

„აგროჰაბი“ არის საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ,ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა წარმოება. 

აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე. 

 

მოვალეობები

  • პასუხისმგებელია სალაროს გამართულ მუშაობაზე;
  • სალაროს გამართვის შემდეგ, მოლარე აწესრიგებს თავის სალარო-ზონას (ასუფთავებს, ავსებს სალაროსთან არსებულ თაროებს, ამოწმებს მასთან განლაგებული პროდუქციის ვადებს, იმარაგებს პარკების საჭირო რაოდენობას);
  • პასუხისმგებელია მოაწესრიგოს და შეავსოს სალაროს მიმდებარე ტერიტორია;
  • ობიექტის გახსნიდან ცვლის დასრულებამდე ემსახურება მომხმარებელს;
  • პასუხისმგებელია თავისუფალი დროის შემთხვევაში სამომხმარებლო კალათები დააბრუნოს მისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე;
  • პასუხისმგებელია მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გამოიყენოს კომპანიის კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატი და მკაცრად დაიცვას საკონტროლო-სალარო აპარატის ექსპლუატაციის წესები;
  • გადის შემოწმებას უსაფრთოების თანამშრომელთან, კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტის მიხედვით;
  • პასუხისმგებელია ზედმიწევნით შეასრულოს  კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი  პასუხისმგებლობა ვლინდება;
  • პასუხისმგებელია აკონტროლოს ზემოთ მითითებული პუნქტების ჯეროვნად შესრულება წინააღმდეგ შემთხვევაში მოლარეს მიეცემა წერილობითი საყვედური, მატერიალური ჯარიმა, დისციპლინარული გადაცდომის მესამედ განმეორების შემთხვევაში გათავისუფლდება დაკავებული პოზიციიდან;
  • პასუხისმგებელია დაიცვას პირადი ჰიგიენა;
  • დაიცვას საერთაშორისო სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი ჰიგიენური ნორმები;
  • სხვა ვალდებულებები განსაზღვრული უშუალო მენეჯერის მიერ.

უნარები:

·         შრომისმოყვარე;

·         ენერგიული;

·         გუნდურად მუშაობის უნარი;

·         კომუნიკაბელურობა;

·         სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი:  დიღომი, მარშალ გელოვანის #22

                                      ვაკე, ჭავჭავაძის #37

ჩვენთან დასაქმებული ყველა სტუდენტი, სარგებლობს სტუდენტური დაფინანსებით!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge , ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3l7LqUX

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge