Disrupt Camp – საუკეთესო ინოვაციური კონკურსი საუკეთესო დამსაქმებლისგან

წელს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” საუკეთესო დამსაქმებლის წოდების მფლობელი ზედიზედ მეექვსედ გახდა. “საუკეთესო დამსაქმებლის” ტიტულის მინიჭება Top Employers Institute-ის მიერ ხორციელდება და ის ადამიანური რესურსების მართვის განსაკუთრებული პრაქტიკის მქონე კომპანიებს გადაეცემა.

“ფილიპ მორისისთვის” მინიჭებული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მიერ ადამიანური რესურსების მართვის გამორჩეულ პრაქტიკასა და სამუშაო გარემოს თანამედროვე საჭიროებებისადმი მისადაგების ბრწყინვალე ხარისხს.

გამოცდილების გაზიარებისა და ტალანტების მოზიდვის მიზნით, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ინოვაციურ პროექტს “Disrupt Camp” იწყებს!

პროექტის მიზანია, ინოვატორი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის შექმნას ინკლუზიური გარემო, რომელშიც ისინი შეძლებენ, განახორციელონ საკუთარი იდეები და შექმნან გლობალურ თუ ლოკალურ გამოწვევებთან გამკლავებისათვის საჭირო ინოვაციური გადაწყვეტები ტექნოლოგიებისა და მეცნიერებისმდგრადი განვითარების, ადამიანური რესურსებისა და ბიზნეს მიმართულებით.

“Disrupt Camp”- სამ ქვეყანაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს.

“Disrupt Camp”-ის მეშვეობით ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენფილიპ მორისისგლობალური ქსელის წევრები და მიიღონ საერთაშორისო დონის პროფესიონალებთან ერთად მუშაობის გამოცდილება.

პროექტისა და პრიზების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.  

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge