GROW – პაშა ბანკში ფრონტ და ბექ ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალურ პროგრამაზე რეგისტრაცია დაწყო. დარეგისტრირდით!

პაშა ბანკი ტალანტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება!

GROW– Get Ready for Opportunities at Work – ფრონტ (Front Office) და ბექ ოფისის (Back Office) სტაჟირების, განვითარებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა თქვენი კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. პროგრამა – გაძლევთ საერთაშორისო ბანკში დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობას.
პროგრამის მიზანი ახალგაზრდა, ცნობისმოყვარე, მონდომებული, მიზანდასახული, კრეატიული ტალანტების აღმოჩენა და მათი პაშა ბანკში დასაქმებაა.

ვიწყებთ პროგრამის მეორე ნაკადის შერჩევას, ამჯერად ფრონტ ოფისში 10-ს, ხოლო ბექ ოფისში 3  საუკეთესო კანდიდატს ვუმასპინძლებთ!

 Front Office პროგრამის აღწერა:

პროგრამაში ჩართვა მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და ინოვატორ ახალგაზრდებს შეუძლია, რომლებიც გაივლიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების საინტერესო მოდულებს გაყიდვების, დისტანციური ბანკინგისა და საცალო საბანკო სერვისების მიმართულებთ.

GROW საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ საბანკო სფეროში არსებულ 4 უმნიშვნელოვანეს პოზიციას:

  1. გაყიდვების ოფიცერი;
  2. დისტანციური გაყიდვების ოპერატორი;
  3. დისტანციური მომსახურების ოპერატორი;
  4. საცალო საბანკო მომსახურების ოპერატორი.

სტაჟირება ანაზღაურებადია და შედგება 2 (ორი) ეტაპისგან. თეორიული კურსის ტესტირებაში კარგი შედეგების მქონე სტაჟიორები გადადიან მეორე, პრაქტიკული სწავლების ეტაპზე.

ჩვენ გეძებთ შენ!

თუ მზად ხარ ერთად მივაღწიოთ წარმატებას, მაშინ შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა და დაგიკავშრდებით: https://forms.gle/jLhJERDsPDQjwcsC9

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სტაჟირების ხანგრძლივობა: მაქს. 6 თვე.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი.

Back Office პროგრამის აღწერა:

პროგრამაში ჩართვა მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და ინოვატორ ახალგაზრდებს შეუძლიათ. თქვენ გაქვთ შანსი საკუთარი ძალები გამოსცადოთ შემდეგი 3 მიმართულებით: ადამიანური რესურსები, შესყიდვები, კორპორაციული მართვა & ადმინისტრაცია.

სტაჟირება ანაზღაურებადია და მოიცავს მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაო გამოცდილებას, რომელიც მოგცემთ პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას.

ადგილმდებაროება: ქ. თბილისი

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (კვირაში მინიმუმ 30 სთ)

** ვისთვის არის განკუთვნილი GROW?პროექტი განკუთვნილია ახალი კურსდამთავრებული ან ბაკალავრიატის მინიმუმ მესამე კურსის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ თავი საბანკო სფეროში მოსინჯონ, კარგად იციან ინგლისური ენა (მინიმუმ B1 – Intermediate დონე) და მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

** რა ბენეფიტებს მივიღებ პროექტში მონაწილეობით:

  • გამოცდილება ბანკში, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელია და განსაკუთრებულად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე;
  • მუშაობა და ინტერაქცია საერთაშორისო გუნდთან;
  • შეხვედრები სფეროს წამყვან ექსპერტებთან;
  • სტაჟირების პროცესში მენტორების სრული მხარდაჭერა;
  • ერთდროულად თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება;
  • დასაქმების შესაძლებლობა;
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;
  • მყუდრო გარემო და ღია ურთიერთობები;
  • თავის გამოჩენისა და კარიერული წინსვლის საშუალება.

შერჩევის ეტაპები:

  1. აპლიკაციების გადარჩევა;
  2. ჯგუფური გასაუბრება;
  3. ინდივიდუალური გასაუბრება;
  4. ტესტირება ინგლისურ ენაში (Back Office პროგრამისთვის).

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 3 თებერვალი.

პაშა ბანკის გენერალური დირექტორინიკოლოზ შურღაია,,ჩვენი გუნდი ბანკის მამოძრავებელი ძალა და უმთავრესი აქტივია. ჩვენ ვაშენებთ იდეების მერიტოკრატიის კულტურას, სადაც იმარჯვებენ საუკეთესო იდეები. აქ წინაურდებიან ადამიანები, ვინც აფასებს პირუთვნელობას, გონაბაგახსნილობას და მუდმივ განვითარებას. ჩვენ ერთად ვქმნით ჯანსაღ სამუშაო გარემოს, გულუხვად ვაზიარებთ ცოდნას და ვიყენებთ თითოეული ჩვენგანის ძლიერ მხარეებს საერთო მიზნის მისაღწევად”.

ლალა: ,,პროგრამა GROW არის შესაძლებლობა აღმოაჩინო საკუთარი უნარ-ჩვევები.  ეს სტაჟირების პროგრამა ჩემთვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემი პრიორიტეტების დალაგებაში”.

თინათინ: ,,პაშა ბანკის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის და არამარტო სტუდენტებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა დაიწყონ კარიერა წარმატებულად , პროფესიონალ გუნდთან ერთად.

პრაქტიკული და თეორიული კურსის არაჩვეულებრივი შერწყმა საშუალებას გვაძლევს  პრაქტიკაშიც გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა.  პროგრამა GROW არ რჩება მხოლოდ სტაჟირებად და გავლილი თეორიული თუ პრაქტიკული კურსი საშუალებას გვაძლევს დავსაქმდეთ სწრაფად რაშიც მენტორები გვეხმარებიან”.

ადამიანური კაპიტალისადმი კომპანიის მიდგომებსა და კულტურას შეგიძლიათ გაეცნოთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დიანა ბურდულის ინტერვიუს მეშვეობითაც.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge