მოდით “საყოველთაო გასაუბრებაზე”, გაესაუბრეთ “თიბისი დაზღვევის” HR მენეჯერს და დასაქმდით!

მოგესალმებით,

HR hub – ის და Studentjob.ge– ის ორგანიზებით 28 ოქტომბერს, თბილისში, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ყველა სამსახურის მაძიებლისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: თიბისი დაზღვევა

ვაკანტური პოზიციები:

·       მომსახურების მენეჯერი (სარეზერო თანამშრომელი)

·       მოლარე (სარეზერო თანამშრომელი)

·       დიჯითალ კონსულტანტი (სარეზერო თანამშრომელი)

·       განვადების მენეჯერი

·       დისტანციური მომსახურების მენეჯერი

·       დისტანციური გაყიდვების მენეჯერი

·       ცენტრალიზებული ბექ ოფისის თანამშრომელი

·       საკრედიტო ადმინისტრატორი (სარეზერვო თანამშრომელი)

·       მოლარე-ოპერატორი  ღამის ცვლა  (ვალუტო)

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton, საქართველოს უნივერსიტეტი, King David, KD4US.

დარეგისტრირდით, მობრძანდით “საყოველთაო გასაუბრებაზე” და იპოვეთ სამსახური!

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge