მოდით “საყოველთაო გასაუბრებაზე”, გაესაუბრეთ “ნიკორა ტრეიდის” HR მენეჯერს და დასაქმდით!

მოგესალმებით,

HR hub – ის და Studentjob.ge– ის ორგანიზებით 28 ოქტომბერს, თბილისში, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ყველა სამსახურის მაძიებლისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ნიკორა ტრეიდი

ვაკანტური პოზიციები:

  1. მოლარე-კონსულტანტი;
  2. სტოკერი;
  3. საწყობის მიმღები;
  4. ბარისტა;
  5. ადმინისტრატორი;
  6. ვიდეომონიტორინგის თანამშრომელი;
  7. უსაფრთხოების თანამშრომელი;
  8. ცხელი ხაზის ოპერატორი;
  9. სოციალური მედიის მენეჯერი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton, საქართველოს უნივერსიტეტი, King David, KD4US.

დარეგისტრირდით, მობრძანდით “საყოველთაო გასაუბრებაზე” და იპოვეთ სამსახური!

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge