მოდით “საყოველთაო გასაუბრებაზე”, გაესაუბრეთ „JTI Caucasus-ის” HR მენეჯერს და დასაქმდით!

მოგესალმებით,

HR hub – ის და Studentjob.ge– ის ორგანიზებით 28 ოქტომბერს, თბილისში, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ყველა სამსახურის მაძიებლისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: JTI Caucasus

კომპანიის შესახებ:

JTI თამბაქოს სფეროში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და გამოცდილი კომპანიაა.

JTI-ში დასაქმებულია ასზე მეტი ეროვნების  26 000-მდე თანამშრომელი. მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს JTI-ის  365 ოფისი. JTI-ის  პროდუქცია იყიდება 120 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 25 ქარხანას და 8 კვლევით ცენტრს.

ვაკანტური პოზიციები:

გამოქვეყნდება მოგვიანებით.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton, საქართველოს უნივერსიტეტი, King David, KD4US.

დარეგისტრირდით, მობრძანდით “საყოველთაო გასაუბრებაზე” და იპოვეთ სამსახური!

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
💙 2021 studentjob.ge